ტაქსიში მოწევა, შესაძლოა, აიკრძალოს

291

შესაძლოა, მალე სიგარეტის მოწევა საკუთარ ავტომობილებშიც აკრძალონ, – პროექტი პარლამენტისთვის წარსადგენად უკვე მზად არის. დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ საკუთარ მანქანაში სიგარეტის მოწევა იმ შემთხვევაში უნდა იყოს კანონდარღვევა, თუ მანქანაში არასრულწლოვანიც იქნება. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, მოწევა საერთოდ იკრძალება ტაქსიში. ინიციატივის ავტორი დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში უკვე 3 წელიწადზე მეტია თამბაქოს მოხმარება ყველა საჯარო შენობა-ნაგებობსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია.