საზოგადოება “სტალინელის” თავმჯდომარე გრიშა ონიანმა გორის მერობა გადაიფიქრა

823

წინა სტატია

სტალინელი გრიშა ონიანი გორში პარტიის ყრილობა ჩაატარა, თუმცა ცარიელ დარბაზში. ამის გამო, ის ორგანიზაცია ,,მეგობრობა და სამართლიანობის” გორის ორგანიზაციის ლიდერს სოსო მეზვრიშვილს გაუბრაზდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მისი თქმით, გორში აღარასდროს ჩავა.

,,ქორწილშიც რომ დამპატიჟოთ, მე აქ ჩამომსვლელი არა ვარ. სამაგიეროდ, წავალ მეჯვრისხევში, კარალეთში…” – განაცხადა ონიანმა.

იგი, ახალი პარტიის სახელით გორის მერომას აპირებდა., თუმცა გადაიფიქრა. ონიანი მხარდამჭერებს შეკრებილების სიმცირის გამო დაუპირისპირდა და თქვა რომ გორის მერობას აღარ აპირებს.

დარბაზი 1 200 ლარად გორის თეატრმა მიაქირავა, სადაც საბჭოთა დროშები გამოიფინეს. თეატრის დირექტორი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.