გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 23მ – იანი ცენტრალური ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ატენის დეპუტატი გორის საკრებულოში, შოთა ვანიშვილის თქმით ხიდის რეაბილიტაცია 6 თვეში დასრულდება.
“ხიდი არის დაზიანებული, ბურჯი ძირზე აღარ ედებოდა რაც სასწრაფოდ შეკეთებას ითვალისწინებდა. ხიდის სიგრძე 23 მ – ია , სიგანე 11მ – მდე, ამის რეაბილიტაცია 6 თვეში უნდა დასრულდეს, შეკეთების პროცესში ავტომობილების გადაადგილება არ შეფერხდება”, – ამბობს შოთა ვანიშვილი
ხიდის რეაბილიტაციაზე 595 000 ლარი დაიხარჯება. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს.