გამყრელიძე: მასწავლებლებს კი არ დავავალოთ, მოვუწოდოთ, რომ ნებაყოფლობით აიცრან

421

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლის პედაგოგებს არ უნდა დაავალონ, არამედ უნდა მოუწოდონ, რომ ნებაყოფლობით აიცრან კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით.

„ამ ვაქცინების გაკეთების ვალდებულება კანონით განმტკიცებული არ იქნება, მაგრამ ტყუილად არ არის საუბარი სამოქალაქო პასუხისიმგებლობაზე, რომელიც ხანდახან ქაღალდზე დაწერილ ვალდებულებაზე უფრო მაღალია. ჩვენ უნდა გავითავისოთ, ის, რომ აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავამთავრებთ, ამიტომ, ყველამ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. აცრა იცავს ადამიანს დაავადების განვითარებისაგან, დაავადების დამძიმებისგან და რაც მთავარია, ფატალური გამოსავლისგან. ამიტომ, მე ტყუილად არ მოგახსენეთ უსაფრთხო სკოლები, რომ მასწავლებლებს მოვუწოდოთ, მაგრამ კი არ დავავალოთ, მოვუწოდოთ, რომ ნებაყოფლობით მიბრძანდნენ და აიცრან, იმიტომ, რომ ისინი კონტაქტირებენ ჩვენს მომავალ თაობებთან. სტუდენტები, რომ გვქონდეს უსაფრთხო უნივერსიტეტები, რომ გვქონდეს უსაფრთხო სხვადასხვა დაწესებულებები“, – განაცხადა მან.