გაბუნიას: ავსტრიიდან მიღებული „ასტრაზენეკას“ 5 000 დოზა ვაქცინა, იმ მოქალაქეების ვაქცინაციას მოხმარდება, ვინც მეორე დოზით ვერ აიცრა

583

წინა სტატია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ავსტრიიდან მიღებული „ასტრაზენეკას“ 5 000 დოზა ვაქცინა, იმ მოქალაქეების ვაქცინაციას მოხმარდება, ვინც მეორე დოზით ვერ აიცრა.

​„ავსტრიიდან მივიღეთ „ასტრაზენეკას“5 000 დოზა, რომელიც ისევ იმ მოქალაქეების საჭიროების დაკმაყოფილებას მოხმარდება, ვისაც პირველი დოზის მიღებიდან 10-დან 12 კვირამდე უწევთ მეორე აცრის გაკეთება.

“ფაიზერის” მოწოდება დაიწყება მალე და უკვე გვექნება საშუალება, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. თარიღს დავაზუსტებ მაშინვე, როგორც კი ჩამოვა ვაქცინა ქვეყანაში”, – განაცხადა გაბუნიამ. ​

შეგახსენებთ რომ, საქართველოს ავსტრიამ 5000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აჩუქა, რომელიც უკვე თბილისშია.