ავსტრიამ საქართველოს 5 000 დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინა აჩუქა

653

ავსტრიამ საქართველოს 5 000 დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინა აჩუქა.
ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ასტრაზენეკას ვაქცინა თბილისში უკვე ჩამოიტანეს.

“ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომელითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინა ჩავიდა! დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას – ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ”, – წერს ქეთევან ციხელაშვილი.

საქართველოში დღეს მმასობრივი იმუნიზაცია დაიწყო,

საქართველოში “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, “ფაიზერით” კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ “სინოფარმის” ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან, ხოლო “სინოვაკით” იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.