გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, ტურიზმის განვითარების მიზნით 7 მილიონი ლარი დაიხარჯოს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გურჯაანის მერიამ შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე მოამზადა და საკრებულოს წარუდგინა. დეპუტატებმა მას მხარი დაუჭირეს.
პროექტი რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში კი გურჯაანში მისი განხორციელება დაიწყება.