video
jam-news.net ავტორი: ნინო ნარიმანიშვილი ფოტო/ვიდეო: დავით ფიფია საქართველოს ყველაზე დიდი საპორტო ქალაქის მცხოვრებლები, სიღარიბესა და უმუშევრობას უჩივიან. ფოთი ყველაზე დიდი სანავსადგურო ქალაქია საქართველოში. საკუთარი შემოსავლებით მას შეუძლია  ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიც შეავსოს და თავადაც კარგად იცხოვროს. თუმცა, საქართველოში თვითმმართველობა ისეა მოწყობილი, რომ დღეს ფოთის შემოსავლების უმეტესი ნაწილი ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის. თავად ქალაქი კი სრულ სიღატაკესა და უმუშევრობაშია ჩაფლული. ქვეყნის მთავარ საპორტო ქალაქს არ აქვს გამართული საკანალიზაციო...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ „თელმიკოს“ მიერ ზედმეტობით დარიცხული თანხები დაკორექტირდება. როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მიმართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებმაც მოითხოვეს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადის სემეკის მიერ შესწავლა. კომისია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაზრდილა. კომპანიის ინფორმაციით, სემეკში დაიწყო საკითხის აქტიური მოკვლევა...
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში მართლზომიერად ცხოვრობდნენ მესაკუთრეები გახდნენ. „იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ამ დრომდე, არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა, ჰქონდათ შიში, რომ კიდევ მოუწევდათ საცხოვრებლის შეცვლა, რაც, რა თქმა უნდა, მათი სრულფასოვანი...
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, შაორის ტბაზე ვიზიტორთა უსაფრთხოებას მაშველები უზრუნველყოფენ. სეზონის დახურვამდე, შაორის ტბაზე მაშველები ყოველდღიურ მონიტორინგს განახორციელებენ. დღეს მაშველებს პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად ტრენინგი ჩაუტარდათ. „ზაფხულის სეზონზე მაშველების მუდმივი მზადყოფნა შაორის ტბაზე ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ენუქიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება არ იგეგმება, ხოლო თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება. როგორც გამყრელიძემ ვებინარზე „ინტერპრენსიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდეს, საჭიროა არსებული რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაცია. ამასთან, გამყრელიძემ შეზღუდვებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „დანის პირზე დავდივართ“. „შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება, მაგრამ გამკაცრებამდე ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი...
ჩვენ გავიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და უახლოეს მომავალში შეიკრიბება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში და ზოგადად, ვაქცინაციის კალენდართან მიმართებაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბავშვების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრმა ასევე განმარტება გააკეთა ციციშვილის კლინიკაში მოთავსებულ სამ ბავშვთან დაკავშირებით, რომელთაგან - ერთის შემთხვევაში, არის "დელტას" შტამი, მეორეს შემთხვევაში - „ბრიტანული“ შტამი, ხოლო მესამე ბავშვზე მიმდინარეობს კვლევა. "ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა...
საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები 21 მისამართზე განხორციელდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, საბურთალოს რაიონში, ექვსი თვის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურა 40 136 კვ.მ ფართობზე კეთილმოეწყო. შესაბამისი სამუშაოები ქუჩებზე, ჩიხებსა და ეზოებში განხორციელდა. „სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, 11 320 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე, მოწესრიგდა დგებუაძის, ჭიათურის, აბულაძის, ხელაძის, ყურაშვილის მეორე ჩიხი, სამაჩაბლოს და ტაშკენტის ქუჩის ნაწილი, ისაკაძის კვეთიდან დავითაშვილის ქუჩამდე. ეზოები...
ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ ველო და საფეხმავლო ბილიკის და შადრევანის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. მიზეზი პრეტენდენტების არყოლაა. ამის შესახებ toktv.ge წერს.  სამუშაოებისთვის მერია 600 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავდა. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია და ტენდერს თავიდან გამოაცხადებენ, იგივე პირობებით, იმავე თანხაზე. დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევანისთვის მერია 200 ათას ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავდა, ხოლო ველო და საფეხმავლო ბილიკისთვის 400...
საბურთალოს რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში 68 პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 593 169 ლარი დაიხარჯა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, წყალარინების ქსელი 7 მისამართზე შეიცვალა, 29 დაზიანებული ლიფტი შეკეთდა, სადარბაზო 10 მისამართზე გარემონტდა, 15 მისამართზე სახურავი რეაბილიტირდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 3 კორპუსს ჩაუტარდა. გარდა ამისა, საერთო სარგებლობის სხვა ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. მათივე ცნობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,...
გორში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი შენდება. ობიექტის მშენებლობის ადგილას დღეს სიმბოლურად კაფსულა ჩაიდო. კაფსულაში მოთავსებული იყო თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თავშესაფრის მშენებლობის წარმატებით დასრულების მიზნით გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვიქტორია ჰორვატმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან...
ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს კახეთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. ამის შესახებ სპექტრი წერს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები ღია წესით წვავდნენ, ერთ შემთხვევაში - მუნიციპალურ ნარჩენს, ხოლო, მეორე შემთხვევაში - რეზინისა და პლასმასის ნარჩენებს. „შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები...
video
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება აგვისტოდან დაიწყება. სოფელ კოლაგში, ბაკურციხესა და კარდენახში ჯამში 60 ათასი ლარი დაიხარჯება. მოსახლეობამ პრიორიტეტებად შიდა საუბნო და სავარგულებამდე მისავლელი გზების შეკეთება და გარე განათების მოწყობა შეარჩია. შეგახსენებთ, რომ რაიონში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ნახევარმილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 
ქალაქ მარნეულში დარჩენილი ქუჩებისა და ჩიხების გარეგანათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ 129 995 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად , მუნიციპალიტეტი 90 ცალ გარეგანათების ბოძს და 218 ცალ ნათურას შეიძენს. ტენდერის მიხედვით, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი გარე ანათების მოწყობა იაღლუჯის ქუჩაზე იგეგმება (13). ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. აღნიშნული ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 7 ივლის გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ...
საიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში მოამზადა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გლობალური პანდემიის ფონზე, ახალი საარჩევნო სისტემის პირობებში ჩატარდა. წინასაარჩევნო გარემო ძირითადად თავისუფალი იყო, თუმცა მას მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია. ეს უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლას, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, არასრულყოფილ კანონმდებლობასა და გამოძიების გაჭიანურებას წინასაარჩევნოდ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, სამი ქუჩისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელის მინიჭებას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ინიციატივა საკრებულოს წევრს ზურაბ ყაჯრიშვილს ეკუთვნის. განკარგულების პროექტის მიხედვით, დეპუტატს სურს, რომ შინდისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი გმირების სახელი მიენიჭოს. “სოფელ შინდისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტებს, #16 ქუჩას ეწოდოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ივანე თვალიაშვილის ხოლო, #27 ქუჩას იური...
თბილისის მერია გარეგანათებების სისტემის გამოცვლაზე 89.7 მილიონ ლარს დახარჯავს. LED ნათურების შესასყიდად მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ "თბილსერვის ჯგუფმა" 3 ტენდერი უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. 29.8 მლნ ლარის, 29.1 მლნ ლარის და 30.7 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერებით ჯამში ასი ათასი LED განათების შეძენა არის დაგეგმილი. თბილისის მთავრობის 28 აპრილის განკარგულების თანახმად, თბილისის მერიამ "თბილსერვის ჯგუფს" შესყიდული LED სანათების ფასი 10 წლის განმავლობაში "ეტაპობრივი გადახდით"...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ