საბურთალოს რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში 68 პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 593 169 ლარი დაიხარჯა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, წყალარინების ქსელი 7 მისამართზე შეიცვალა, 29 დაზიანებული ლიფტი შეკეთდა, სადარბაზო 10 მისამართზე გარემონტდა, 15 მისამართზე სახურავი რეაბილიტირდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 3 კორპუსს ჩაუტარდა. გარდა ამისა, საერთო სარგებლობის სხვა ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
მათივე ცნობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, სამუშაოების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხას ამხანაგობის ანგარიშზე განათავსებს, რომელსაც შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.