საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები 21 მისამართზე განხორციელდა

385

საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები 21 მისამართზე განხორციელდა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, საბურთალოს რაიონში, ექვსი თვის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურა 40 136 კვ.მ ფართობზე კეთილმოეწყო. შესაბამისი სამუშაოები ქუჩებზე, ჩიხებსა და ეზოებში განხორციელდა.

„სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, 11 320 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე, მოწესრიგდა დგებუაძის, ჭიათურის, აბულაძის, ხელაძის, ყურაშვილის მეორე ჩიხი, სამაჩაბლოს და ტაშკენტის ქუჩის ნაწილი, ისაკაძის კვეთიდან დავითაშვილის ქუჩამდე.

ეზოები კეთილმოეწყო შემდეგ მისამართებზე: კარტოზიას ქუჩა N1, N3, N5 და N7, პეტრე იბერის ქუჩა N4, კოსტავას ქუჩა 75, იოსებიძის ქუჩა N60, დავით აღმაშენებლის ქუჩა N64 და სხვა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 2 388 774 ლარი დაიხარჯა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.