მერია ქალაქ მარნეულში დარჩენილი ქუჩებისა და ჩიხების გარეგანათებით მოწყობას გეგმავს

359

ქალაქ მარნეულში დარჩენილი ქუჩებისა და ჩიხების გარეგანათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ 129 995 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად , მუნიციპალიტეტი 90 ცალ გარეგანათების ბოძს და 218 ცალ ნათურას შეიძენს. ტენდერის მიხედვით, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი გარე ანათების მოწყობა იაღლუჯის ქუჩაზე იგეგმება (13). ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

აღნიშნული ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 7 ივლის გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 16-დან 19 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარულ დღეში შეასრულოს.