რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, შაორის ტბაზე ვიზიტორთა უსაფრთხოებას მაშველები უზრუნველყოფენ.
სეზონის დახურვამდე, შაორის ტბაზე მაშველები ყოველდღიურ მონიტორინგს განახორციელებენ.
დღეს მაშველებს პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად ტრენინგი ჩაუტარდათ.
„ზაფხულის სეზონზე მაშველების მუდმივი მზადყოფნა შაორის ტბაზე ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ენუქიძემ.