გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, სამი ქუჩისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელის მინიჭებას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ინიციატივა საკრებულოს წევრს ზურაბ ყაჯრიშვილს ეკუთვნის. განკარგულების პროექტის მიხედვით, დეპუტატს სურს, რომ შინდისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი გმირების სახელი მიენიჭოს.
“სოფელ შინდისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტებს, #16 ქუჩას ეწოდოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ივანე თვალიაშვილის ხოლო, #27 ქუჩას იური პატარაძის სახელი. #22 ქუჩას კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული მებრძოლების შინდისის გმირების სახელი”, – წერია დადგენილებაში.
საკითხს დეპუტატები მორიგ საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.