გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება აგვისტოდან დაიწყება. სოფელ კოლაგში, ბაკურციხესა და კარდენახში ჯამში 60 ათასი ლარი დაიხარჯება.
მოსახლეობამ პრიორიტეტებად შიდა საუბნო და სავარგულებამდე მისავლელი გზების შეკეთება და გარე განათების მოწყობა შეარჩია. შეგახსენებთ, რომ რაიონში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ნახევარმილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.