ევროკავშირის გრანტი „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“- პროექტის ფარგლებში, გორის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოებისთვის 168 000 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის მიხედვით დაგეგმილია, გორის ციხეზე ასასვლელ ბილიკზე სკამების, ნაგვის ურნებისა და სანათების განთავსება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იმ შემთხვევაში იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აიცრებიან. ამასთან, როგორც იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ბავშვების ვაქცინაციის დაწყება მხოლოდ ამ საკითხის საერთაშორისო გაიდლაინებში შესვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „უსაფრთხო იქნება იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგები და მშობლები იქნებიან აცრილები. ბავშვი ინფიცირდება ოჯახში ან იქ, სადაც დადის. ბავშვების...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამცრელი პუნქტები დიდ მოლებსა და სავაჭრო ცენტრებშიც მოეწყობა. ამის შესახებ გამყრელიძემ უყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის გარდა მსგავსი სივრცეები დიდ ქალაქებშიც მოეწყობა. „დღეს პრემიერმა გასცა დავალება ამ საკითხთან მიმართებაში, რომ დიდ მოლებში - „თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“, „ვესთ ფოინთი“ და ა.შ. მოეწყოს უახლოეს ხანში ამცრელი. ასეთი...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პირველი ტალღის პერიოდში მოქალაქეები რეკომენდაციებს სათანადოდ იცავდნენ და ამ მხრივ საზოგადოებაში ერთსულოვნება იყო. მისივე თქმით, ყველას აქვს საკმარისი გამოცდილება, თუ რა არის ყველაზე ეფექტური გზა, რათა ადამიანები დაცული იყვნენ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირბადის ტარებისთვის გარკვეული სანქციები საჭირო თუ გახდება, საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, როგორც ტიკარაძე ამბობს, ამ ეტაპზე გამკაცრებების გარეშე შესაძლებელია, რომ ადამიანმა...
ოპოზიციურ პარტიებში მარნეულის მერობის საერთო კანდიდატის დასახელებისათვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მომავალი კვირიდან ცნობილი გახდება ეყოლება თუ არა ოპოზიციას საერთო კანდიდატი მარნეულში, მაგრამ მანამდე უკვე ცნობილია თუ ვინ შეიძლება იყოს მერობის კანდიდატები იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდნენ „ევროპული საქართველოდან“ მარნეულის მერის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი იქნება. „ჩვენ ცენტრალურ დონეზე...
23 ივნისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციის პორტალი გაიხსნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 23 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ მოქალაქეები „ფაიზერის“ მეორე დოზებზე რეგისტრაციას 24 ივლისის 12:00 საათამდე არ გაივლიან, მაშინ ისინი ავტომატურად დარეგისტრირდებიან იმავე დაწესებულებებში, სადაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. ამის შესახებ მინისტრმა უწყებაშთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მოქალაქეებს შეეძლებათ შეცვალონ კლინიკა და აცრის გაკეთების თარიღი. „დღეს განახლდება რეგისტრაცია „ფაიზერის“ მეორე დოზებზე და 37 კლინიკაში, სადაც მათ უკვე ჩაიტარეს აცრები,...
საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, როგორც IT სპეციალისტები მიდასტურებენ, დღესდღეობით გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს, –  ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული...
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს "ევროპულმა საქართველომ" მერიის სარეკლამო ხარჯებზე მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და ამ მომსახურებისთვის საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა "პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა თანდართულ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოდექსი პარლამენტმა 2020 წლის 22 მაისს მიიღო, რომლის ამოქმედების საწყის ეტაპზე პრაქტიკაში გამოვლინდა გარკვეულ ნორმათა დახვეწის, ახლებური მოწესრიგების, ასევე ახალი კანონქვემდებარე აქტების მიღების საჭიროება. პრობლემები ძირითადად უკავშირდება დარგობრივი ტერმინებისა და საკითხების გასწორებას, რათა მათი შინაარსი სრულ შესაბამისობაში იყოს...
თევზის გადამამუშავებელი საწარმოები ფოთში - პოლიტიკური კავშირები და ეკოლოგიური პრობლემები, - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლევას ავრცელებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. ფოთის მოსახლეობას თევზის გადამუშავებით გამოწვეული არასასიამოვნო სუნი წლებია, აწუხებს. თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე, ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მოსახლეობა პერიოდულად მართავს საპროტესტო აქციებს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე ბოლომდე არ გადაჭრილა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ამ საკითხზე 2018 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომლითაც დადგინდა კავშირი...
იაპონია საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენი ქვეყანა თქვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს, - ამის შესახებ იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ განაცხადა. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაფინანსების უზრუნველყოფა განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზისთვის, რომელიც უკვე დასრულებულია. ჩვენ უზრუნველვყოფთ გრანტებს სოფლის მეურნეობის, განათლების, გარემოს დაცვის სფეროების ობიექტებისთვის. დაინტერესებული ვართ თანამშრომლობის გაგრძელებით საქართველოს მთავრობასთან, მუნიციპალიტეტებთან, ეს მნიშვნელოვანია იმ დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, რასაც საქართველო...
დავიწყეთ და მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელების დახურვას, ახალი რეგიონული განთავსების ნაგავსაყრელების მშენებლობასა და მათ სათანადო მართვას,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10 - წლიანი გეგმის პრეზენტაციისას აღნიშნა. მისი თქმით, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, მომდევნო წლების უმთავრესი ამოცანა იქნება მოწესრიგებული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხო, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურის...
სხვა მიმართულებებთან ერთად ჩვენი დეკლარირებული პრიორიტეტია მთის განვითარება და ამ ჭრილშიც ფასდაუდებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის თქმით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021 - 2023 წლების სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი 968 მილიონ ლარზე მეტია, რაც 2019-2020 წლების დაგეგმილ სამოქმედო გეგმას 20%-ით აჭარბებს. „აქტიურად ვმუშაობთ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში...
მანგლისის გაზიფიცირება მართლაც ისტორიული მოვლენაა - აქ არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და ჩვენი მთავრობის გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ზუსტად ერთი წლის წინ, მიუხედავად პანდემიისა, დავიწყეთ ამ დასახლების გაზიფიცირება. საკმაოდ რთული პროექტი იყო, ძვირადღირებული, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და დაახლოებით 1 600-მდე ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში ვიზიტისას განაცხადა,...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქსურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, „ბიზნეს სახლის“ პროექტისთვის გამოყოფილი თანხები რეგიონების განვითარებას მოხმარდება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, მთავრობას აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისთვის სამართლებრივი ნორმები დაცული აქვს. „რეალურად, ტყუილად არ დევს ეს თანხა. ეს არის სწორედ ის თანხა, თქვენ გახსოვთ რამდენი კითხვა იყო საიდან ფინანსდება განახლებული რეგიონების პროგრამა. განახლებული რეგიონების პროგრამის დაფინანსება 90 მლნ ლარი მოძიებული იქნა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ