საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, როგორც IT სპეციალისტები მიდასტურებენ, დღესდღეობით გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული სრულიად განახლდა და მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
მისივე თქმით, პირველი რეგისტრაციის დროს IT-სამსახურმა დააფიქსირა, რომ 12 000 ჯავშანზე მოდიოდა 120 000 მსურველი.
„იქიდან გამომდინარე, რომ მიწოდება იყო შეზღუდული, ამან გამოიწვია ის შეფერხებები საიტზე, რომელიც პირველი დოზების დარეგისტრირების დროს გვქონდა. ასევე შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი: წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მიუვათ 24 საათის განმავლობაში. ამ კომპონენტშიც გათვალსიწინებულია IT-სამსახურების რეკომენდაციები“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ.