გორის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობად 160 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

564

ევროკავშირის გრანტი „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“- პროექტის ფარგლებში, გორის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოებისთვის 168 000 ლარი გაითვალისწინა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია, გორის ციხეზე ასასვლელ ბილიკზე სკამების, ნაგვის ურნებისა და სანათების განთავსება.