იმნაძე: სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იმ შემთხვევაში იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აცრილები იქნებიან

768

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იმ შემთხვევაში იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აიცრებიან.

ამასთან, როგორც იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ბავშვების ვაქცინაციის დაწყება მხოლოდ ამ საკითხის საერთაშორისო გაიდლაინებში შესვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„უსაფრთხო იქნება იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგები და მშობლები იქნებიან აცრილები. ბავშვი ინფიცირდება ოჯახში ან იქ, სადაც დადის.

ბავშვების ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში დაშვებულია 12 წლიდან. ჩინეთში საუბარია, რომ 3 წლიდანაც შეიძლება. როგორც საერთაშორისო გაიდლაინებში შევა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენთანაც შემოივიტანოთ. მანამდე გზა იმისთვის, რომ ბავშვები ავად არ გახდნენ, ისაა, რომ უფროსები აცრილები ვიყოთ“,- განაცხადა იმნაძემ.