სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო 125 ჰა-ზე მერძევეობის ფერმას შექმნის. ამის შესახებ მან წყალტუბოში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარგდენაზე განაცხადა.
“ფარცხანაყანებისა და კოპიტნართან დასახლებული იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად ვაკეთებთ თანამედროვე მერძევეობის ფერმას და კოოპერატივს 125 ჰა-ზე, რასაც მთლიანად სახელმწიფო დააფიანსნებს, სადაც ჩვენს ფერმერებს საშუალება ექნებათ ჰყავდეთ პროდუქტიული ჯიშები, მეტი წარმოება ჰქონდეთ, შესაბამისად, მეტი რეალიზაცია მოახდინონ და...
ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები წინსწრებით სრულდება და რამდენიმე დღეში სატრანსპორტო მიმოსვლა სრულად აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო და აღნიშნა, რომ ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პანდემიის მიუხედავად არ შეფერხებულა და პროექტების განხორციელება დინამიურად მიმდინარეობს.
“პანდემიის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ბათუმში, ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა და ერთ კვირაში მთლიანად დასრულდება....
ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიას ავრცელებს:
67/02 ზუგდიდის, ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია თემურ ღურწკაია.
67/03 ზუგდიდის, ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია ირაკლი სორდია.
ჭითაწყარი, ცაიში, ურთა, ცაცხვის მაჟორიტარულ ოლქში - ზვიად ჯღარკავა.
ნარაზენი, აბასთუმანი, ახალსოფელი, ჯუმი, ოფაჩხაფუ, უჩაშონა, შამანდელა, ხეცერაში კანდიდატია დავით გრიგოლაია.
დიდინეძი, ორულუ, ერგეტა, ანაკლია, დიდინეძის კახათი, ცვანეში - თენგიზ...
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, 2020 წლის მონაცემებით თბილისის მერიაში უკონკურსოდ 674 ადამიანი დასაქმდა, რომელთა პრემია-დანამატებზე ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი დაიხარჯა.
როგორც ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ადამიანები კანონის უხეში დარღვევით საქმდებიან, რადგან შტატგარეშედ ადამიანების დასაქმება დროებით, არამუდმივი ფუნქციების შესასრულებლად უნდა ხდებოდეს, მაგრამ, „ქართულ ოცნებას“ ისინი სამსახურში თავისი მმართველობის ვადით აჰყავს და „სასათბურო პირობებს უქმნის“.
,,დღეს გვინდა...
მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდებოდა, თითქოს გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის პროექტი. შესაბამისად, ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდეც, როდესაც მან თბილისში თავისი კანდიდატურა დააყენა ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ სიმართლე ყველასთვის ნათელი უნდა იყოს.
„ალბათ იმ ადამიანებისთვის, ვინც კი გაურკვევლობაში იყვნენ, საეჭვოდ უყურებდნენ ამას, ფიქრობდნენ, მართლა ასე...
საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერი მოაწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცე დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელთან, გაიოზ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.
„კიდევ ერთი მაგარი პროექტი დასრულდა. ვიცი ამ ტერიტორიაზე რამდენად რთული სიტუაცია იყო და მიხარია, რომ მის ნაცვლად ასეთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამ უბანში ბევრი ოჯახი ცხოვრობს და აღნიშნული პროექტის განხორციელება...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასა და მათი პარტიის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, სენაკში მმართველმა გუნდმა მაჟორიტარობის კანდიდატებს ოლქები შეუცვალა, რაც მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა.
რაც შეეხება ზეწოლის ფაქტებს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მათ საარჩევნო სიაში მყოფ ხუთ პირზე ზეწოლა ხდება, რის საფუძველზეც ისინი „ნაციონალური მოხრაობის“ პროპორციული სიის დატოვებას გეგმავენ, რაც...
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში უმჯობესია პოლიტიკოსების გამონათქვამები ეთიკური იყოს და მათ მაღალი პოლიტიკური კულტურა აჩვენონ, თუმცა, ასეთი რეალობა ჩვენ არ გვაქვს.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებულია.
„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებულია და ძალიან ხშირად გვესმის პოლიტიკოსთა მხრიდან მსგავსი ენა. ჩვენ რეაგირებას ვახდენთ ისეთ განცხადებებზე, რაც აღვივებს სიძულვილს კონკრეტული ჯგუფის მიმართ - ეს...
მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ცალსახა პრიორიტეტი და კარგია, რომ ამ კუთხით შარლ მიშელის შეთანხმება ძალაშია, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მართლმსაჯულებას უზარმაზარი პრობლემები აქვს.
„მართლმსაჯულების გარშემო არსებულ ვითარებას აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ. საკომიტეტო განხილვებზე კვლავ იქნება მსჯელობა პროკურატურასთან დაკავშირებით, სადაც...
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრისას შეთანხმება შედგა ორ საკითხზე, საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების საკითხზე, გენერალური პროკურორის არჩევის წესი კი დისკუსიის საგანია.
„ჩვენ უცვლელად მხარს დავუჭერთ პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბარირის 2 პროცენტამდე შემცირებას მომდევნო ორი არჩევნებისთვის, ფრაქციის ფირმირება შვიდი წევრის ნაცვლად ოთხ დეპუტატს შეეხება. ამ ორ საკითხზე პოზიციები შეჯერებულია და...
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სამეგრელოში ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, აბაშის და მარტვილის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ზუგდიდის მერობის კანდიდატი - გეგა შენგელიაა, პროპორციული სია კი ასე გამოიყურება:
გიგა ფარულავა, მალხაზ თორია, ბელა მოსია, იასონ შეროზია, ნათია სახოკია, სალომე ხუბუა, ელიზბარ ხვიჩია, გურამ ბაძაღუა, ციცინო სოსიაშვილი, შალვა ჩაგინავა, გიორგი გერგედავა და ნიკოლოზ სარუა.
ფოთში პარტიის მერობის კანდიდატი - გიორგი აბსარიძეა, მაჟორიტარობის კანდიდატები კი არიან:...
პასუხის მიხედვით ყველანაირად სუფთა ვარ, შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განაცხადა, სადაც ნარკოტესტი ჩააბარა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სჯერა, რომ ყველა სხვა კანდიდატიც, რომელიც „თავის სისუფთავეში დარწმუნებულია“, გაიზიარებს ნარკოტესტის გაკეთების შეთავაზებას.
„ანალიზები ჩავიტარე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ...
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ძალოვანი უწყებები პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლას ახდენენ
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ძალოვანი უწყებები მათი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლას ახდენენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითები დაასახელა.
როგორც პარტია „საქართველოსთის“ ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, ქვეყნის მასშტაბით პარტიის არაერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რადგან მათ სხვადასხვა მეთოდებით ემუქრებოდნენ. მეზვრიშვილის განცხადებითვე, აღნიშნულ ფაქტებზე სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირება არ აქვთ.
„უკვე რამდენიმე დღეა, „ქართულმა ოცნებამ“ უფრო გაამრავალფეროვნა პარტია „საქართველოსთვის“...
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე და კასპის მუნიციპალიტეტის მოქმედ მერს და ამავდროულად, მმართველი გუნდის კანდიდატს კონფლიქტი მოგვიხდა და ერთმანეთს ვცემეთ, არის სრული აბსურდი, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსთან" მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა მანუჩარ მერებაშვილმა განაცხადა.
კასპის მოქმედ და ყოფილ მერებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ,,ქართული ოცნების" კასპის ოფისშიც.
,,აბსურდია, უფრო მეტიც, სისულელეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჩემსა და კასპის მოქმედ მერს და...
“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მმართველ გუნდს თერჯოლაში წინასაარჩევნო ზეწოლისა და დევნის ფაქტში ადანაშაულებს.
მისი თქმით, პოლიტიკური დევნა თერჯოლის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.
“მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან კოვზირიძემ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მასზე პოლიტიკური შტურმი ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ქალბატონ რუსუდან კოვზირიძესთან ე.წ. მრჩეველები მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, თუმცა უარის შემდეგ მასზე უკვე პოლიტიკური დევნა დაიწყო. მისი შვებულებაში გასვლისა და...
მერობის თექვსმეტივე კანდიდატთან მზად ვარ დავჯდე და განვახორციელოთ დებატები, დარწმუნებული ვარ, ამის პლატფორმა და შესაძლებლობა გვექნება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას მერობის კანდიდატებთან დებატების გამართვასთან დაკავშირებით.
თბილისის მერის განცხადებით, მისთვის ერთმანეთისგან არცერთი კანდიდატი არ განსხვავდება და არ აპირებს რომელიმე გამოყოს, ან პრივილეგია მიანიჭოს.
“არავის არ გამოვყოფ, არ ვაკადრებ, რომ ვინმეს პრივილეგია მივანიჭო, ჩემთვის არავინ ერთმანეთისგან არ განსხვავდება, თექვსმეტივესთან მზად ვარ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































