პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრისას შეთანხმება შედგა ორ საკითხზე, საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების საკითხზე, გენერალური პროკურორის არჩევის წესი კი დისკუსიის საგანია.
გენერალური პროკურირის არჩევის საკითხზე დისკუსია გაგრძელდება დღეს და ხვალ. დისკუსიის შედეგების მიხედვით პროექტში დარჩება პუნქტი ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი.
ყველა პარტია თანხმდება, რომ როგორიც არ უნდა იყოს გენერალური პრიკურირის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, პროექტის დანარჩენ პუნქტებს ყველა პარტია დაუჭერს მხარს. კანონპროექტი კენჭისყრაზე ამ პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე გავა. როგორც იურისტი გეტყვით, რომ გენერალურ პრიკურირთან დაკავშირებული ნორმა, რაც ასახუყლი იყო 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებაში აბსურდულია თავისი შენაარსით. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის შეიძლება შეურაცხმყოიფელიც იყოს ასეთი ნორმისთვის ხმის მიცემა, როდესაც საუბარია მის კონსტიტუციაში შეტანაზე. დისკუსია გაგრძელდება და ხვალ პტროექტს ან ამ პუნქტებით ან ამ პუნქტის გარშე ეყრება კენჭი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.