მერობის თექვსმეტივე კანდიდატთან მზად ვარ დავჯდე და განვახორციელოთ დებატები, დარწმუნებული ვარ, ამის პლატფორმა და შესაძლებლობა გვექნება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას მერობის კანდიდატებთან დებატების გამართვასთან დაკავშირებით.
თბილისის მერის განცხადებით, მისთვის ერთმანეთისგან არცერთი კანდიდატი არ განსხვავდება და არ აპირებს რომელიმე გამოყოს, ან პრივილეგია მიანიჭოს.
“არავის არ გამოვყოფ, არ ვაკადრებ, რომ ვინმეს პრივილეგია მივანიჭო, ჩემთვის არავინ ერთმანეთისგან არ განსხვავდება, თექვსმეტივესთან მზად ვარ დავსხდეთ და განვახორციელოთ დებატები, დარწმუნებული ვარ, ამის პლატფორმა და შესაძლებლობა გვექნება. ჩემი აქცენტი გაკეთდება მხოლოდ თბილისზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე. არ ვიცი სხვა პოლიტიკური კანდიდატი ატარებს კამპანიას, ხვდება მოსახლეობას თუ არა მე არ მინდა სხვა პარტიების და კანდიდატების შეფასებაში შევიდე, ეს არ იქნება სწორი, ხალხმა უნდა ამირჩიოს მე, შესაბამისად, ვალდებული ვარ ველაპარაკო თბილისელებს თუ რას ვაპირებ და როგორ წარმომიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ეს იქნება ჩემი საარჩევნო კამპანია აგებული პოზიტივზე, საქმეზე და იმ პრობლემებზე, რომელიც სამწუხაროდ, გვაქვს ქალაქში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.