დავითაშვილი: სახელმწიფო იმერეთში 125 ჰა-ზე მერძევეობის ფერმას შექმნის

283

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო 125 ჰა-ზე მერძევეობის ფერმას შექმნის. ამის შესახებ მან წყალტუბოში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარგდენაზე განაცხადა.

“ფარცხანაყანებისა და კოპიტნართან დასახლებული იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად ვაკეთებთ თანამედროვე მერძევეობის ფერმას და კოოპერატივს 125 ჰა-ზე, რასაც მთლიანად სახელმწიფო დააფიანსნებს, სადაც ჩვენს ფერმერებს საშუალება ექნებათ ჰყავდეთ პროდუქტიული ჯიშები, მეტი წარმოება ჰქონდეთ, შესაბამისად, მეტი რეალიზაცია მოახდინონ და მეტი შემოსავალი ჰქოდნეთ”,- განაცხადა დავითაშვილმა.