13 სექტემრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ყველა სხვა შეზღუდვა კი ძალაში რჩება, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 14 აგვისტოდან არის გაჩერებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ თუკი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგებოდა, სხვა ტიპის შეზღუდების დაწესება გახდებოდა საჭირო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს. რეგისტრაციის ვადა საოლქო-საარჩევნო კომისიაში უკვე ამოიწურა. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. "ქართულმა ოცნებამ" ზურაბ უტიაშვილი წარადგინა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი - სერგი კაკალაშვილი. პარტიული და მაჟორიტარული სიები კი გურჯაანის საარჩევნო კომისიაში 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს.
ადიგენში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, მერობის კანდიდატი ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასახელა, საკრებულოში დეპუტატების შეყვანაზე კი ჯამში რვა პარტია იბრძოლებს. მათი ნაწილი უკვე აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში, ნაწილი კი გააქტიურებას ახლო მომავალში გეგმავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. N38 – ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში პროპორციული სიით რვა პარტიაა დარეგისტრირებული, მათგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოთხ პარტიას ჰყავს. ერთ–ერთი პირველი ვინც...
video
ბათუმში მცხოვრები მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, 152 ათას  839 ადამიანიდან,  3 პროცენტი სომეხი  ეროვნების ადამიანია. ეროვნებით რუსი 1.9 პროცენტი ცხოვრობს, ხოლო 1.7 – სხვა დანარჩენი. მიუხედავად ამისა, თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ადგილი,  გამსვლელ სიებში  თითქმის არცერთ პოლიტიკურ პარტიაში მოიძებნა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.  ეთნიკურ ჯგუფებს,  სიის შედგენისას გვერდი, პარტია „ლელომაც“ აუარა. აქ ამბობენ, რომ მათ განსხვავებული საჭიროებები არ აქვთ...
წინა სტატია ცესკომ ახალციხეში „საქართველოს პატრიოტთა ალიანის“ კანდიდატს დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, მიზეზი ასაკია. საარჩევნო კანონმდებლობით, კანდიდატი 25 წელს ზემოთ უნდა იყოს, ნათია გულიაშვილი კი ჯერ 24 წლისაა. „ასაკის გამო ვერ დავრეგისტრირდით“, –გვითხრეს პატრიოტთა ალიანსში. დღევანდელი მონაცემებით, ახალციხეში მერობის კანდიდატი ექვს პარტიას ჰყავს დასახელებული. მათ შორის არის: "ქართული ოცნება" – ირაკლი ლაზარაშვილი; ენმ – დავით ბალიაშვილი; "ევროპული საქართველო"– ზურა სადათიერაშვილი; "ლელო" – მანუჩარ ჩაჩანიძე; "თავისუფალი საქართველო" – მიხეილ კეთილაძე; "საქართველოსთვის" – გიორგი არველაძე;
video
თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. ყველა პოლიტიკური სუბიექტი თუ, დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართული. ისინი მოქალაქეებთან, დაპირებების გრძელი სიით მიდიან და ამა თუ, იმ პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან. ვინ,  როგორ აპირებს ბათუმელების პრობლებემების გადაჭრას? თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. კომფორტული ბათუმი - ეს გზავნილი, დამოუკიდებელ მერობის კანდიდატს, გია ხალვაშს ეკუთვნის. დაპირებების გრძელი სია აქვს. თუ მერი გახდება, ბათუმელებს ბინების ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობას...
video
ქედის მერის მოადგილის მივლინებების რიცხვმა მას შემდეგ იმატა, რაც მმართველმა პარტიამ მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დაასახელა. ვიზიტებთან ერთად, ხშირ შემთხვევაში როლანდ ბერიძე სამსახურში არ იმყოფება. არგუმენტად სამუშაო შეხვედრებს ასახელებს. რა მიზეზითა და მოტივით დადის დედაქალაქში? კითხვებზე როლანდ ბერიძის ჩაწერა არაერთხელ ვცადეთ, თუმცა სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატი ჩვენს კითხვებს გაექცა. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. ის, რომ ბერიძის მივლინება გაზრდილია, ამას კერ კიდევ...
ხულოში გახარიას პარტია  საქართველოსთვის  ერთმა მაჟორიტარმა დატოვა. დიოკნისი-რიყეთის თემის მაჟორიტარმა ილია კოჩალიძემ  საარჩევნო ოლქს  განცხადებით უკვე  მიმართა და იგი დაკმაყოფილდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მოტივად გახარიას პარტიის უკვე ყოფილი წევრი ოჯახურ პირობებს ასახელებს და აცხადებს, რომ სხვა პარტიას არ უერთდება. იგი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. განმარტებები არ გაკეთებულა არც პარტიის ადგილობრივ ოფისში.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. წინასაარჩევნო შეხვედრა დედაქალაქის საკრებულოში რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად, ვერის ბაღში გაიმართა. თბილისის მერობისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე რაიონში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს. ასევე, ადგილობრივებს ვერის ბაღის შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროექტში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდეს. “ბოლო ოთხი...
ლაგოდეხში, მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და კანდიდატურა მოხსნა. ჯაფარიძე, რომელიც სამი წლის განმავლობაში, ამჟამად მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის პირველ მოადგილედ მუშაობდა, ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით სარგებლობდა. კანდიდატურის მოხსნაზე განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა. მანამდე კი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, არჩევნებში ბრძოლის ტაქტიკას განიხილავდა. გადაწყვეტილების მიზეზად, ჯაფარიძემ პოლიტიკური ჯგუფების მიერ ერთობის დარღვევა...
თბილისის მერობის კანდიდატი, ექსპრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისუფლება მის პარტიაზე სისტემურად ახდენს ზეწოლას და უკეთებს იზოლაციას. რუსთავი 2-ის ეთერში გახარიამ თქვა, რომ პარტიას საქართველოსთვის დღეს მისი წევრები და  საშუალო ბიზნესის მფლობელები აფინანსებენ. "მინდა გითხრათ, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტი, მათ შორის შემოსავლების სამსახური გამოიყენა იმისთვის, რომ მოეხდინა პარტიის სრული იზოლაცია დაფინანსების თვალსაზრისით. იზოლაციას გვიკეთებენ მედიის თვალსაზრისითაც, ადამიანური რესურსებისაც, მაგრამ დაფინანსების კუთხით ... უბრალოდ ახლა...
წინა სტატია პარტია "დროა" მათ წევრებზე დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს. საქმე ეხება ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გაპროტესტების დროს მთავრობის ადმინისტრაციის წინ შადრევანში წითელი საღებავის ჩასხმას. ამის გამო "დროას" წევრები" ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე  5 000 ლარით დააჯარიმეს. "მერიაში უნდა მივიდეთ, გამოვითხოვოთ ეს ოქმი, რაც შეადგინა მუნიციპალურმა ინსპექციამ და შემდეგ უკვე მერიის ურიდიულ დეპარტამენტში უნდა გავასაჩივროთ. აქედან პასუხი რომ მოვა მერე მივდივართ...
თითო ასეთი ბანერი ქართულ ოცნებას 10 000 ლარამდე უჯდება თვეში! რომლის ფულსაც ბიუჯეტიდან გვპარავს - "ლეიბორისტული პარტიის" პერფორმანსი თბილისის ქუჩებში. პარტიის მერობის კანდიდატის მიხეილ ქუმსიშვილის ინფორმაციით, მხოლოდ აგვისტოს თვეში 4 მლნ ლარზე მეტის შემოწირულობა ჰქონდათ ქართულ ოცნებას, სანაცვლოდ კი შემომწირველებს ჯამში 341 მლნ ლარის ტენდერები და პირდაპირი შესყიდვები აქვთ განხორციელებული სხვადასხვა დროს!
გოგი წულაიამ პარტიის "გოგი წულაია – ახალი ქრისტიან დემოკრატების" საარჩევნო სია წარადგინა. გოგი წულაიას თქმით, პარტია მერობის ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი თავისი პარტიიდან თავად იქნება. როგორც გოგი წულაიამ აღნიშნა, სიის წარდგენა პარლამენტის შენობასთან იმიტომ გამართა, რომ ეჩვენებინა როგორი ფიქციაა "ქართული ოცნების" ლოზუნგი "განვითარება ყველა რეგიონს" და პარლამენტის დაჭაობებული ტერიტორია სრულად ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას რეგიონებისადმი. "ვიბრძოლებ ქვეყნის დეცენტრალიზაციისათვის, დეკონცეტრაციისა და...
ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ განხორციელებული პროექტების შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი და მოწესრიგებული ქალაქია, ვიდრე იყო ოთხი წლის წინ, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა. „დღეს, მინდა, გულწრფელად გესაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა გავაკეთეთ, ასეთი ნამდვილად ბევრია და არაერთხელ გვისაუბრია, არამედ მინდა ისიც შეგახსენოთ, თუ რისი გაკეთება დავგეგმეთ...
სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ ამის საფუძველს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს საქართველოში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. "ჩვენ დავაკვირდით საქართველოს მაგალითზე თუ რომელი ჯგუფი ავადდება ყველაზე მეტად და ასევე, რომელი ჯგუფის ჰოსპიტალიზაცია ხდება ყველაზე მეტად, და ჰოსპიტალიზირებულთა შორის გამოიკვეთა ის ასაკობრივი გრადაცია და ასაკობრივი პირამიდა, რომელიც ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ - ეს ძირითადად არის 60 წელს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ