ლაგოდეხში, მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და კანდიდატურა მოხსნა. ჯაფარიძე, რომელიც სამი წლის განმავლობაში, ამჟამად მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის პირველ მოადგილედ მუშაობდა, ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით სარგებლობდა.
კანდიდატურის მოხსნაზე განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა. მანამდე კი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, არჩევნებში ბრძოლის ტაქტიკას განიხილავდა. გადაწყვეტილების მიზეზად, ჯაფარიძემ პოლიტიკური ჯგუფების მიერ ერთობის დარღვევა დაასახელა.
პოლიტიკური პარტიები, მომხდარში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებენ და თვლიან, რომ ჯაფარიძე დააშინეს ან მოისყიდეს. შეთანხმებული კანდიდადატი არ ეკონტაქტება არც მედიას. გაუქმებული აქვს გვერდი სოციალურ ქსელში და უარს ამბობს ყველა სახის კომუნიკაციაზე.