ხულოში გახარიას პარტია ერთმა მაჟორიტარმა დატოვა

649

ხულოში გახარიას პარტია  საქართველოსთვის  ერთმა მაჟორიტარმა დატოვა. დიოკნისი-რიყეთის თემის მაჟორიტარმა ილია კოჩალიძემ  საარჩევნო ოლქს  განცხადებით უკვე  მიმართა და იგი დაკმაყოფილდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მოტივად გახარიას პარტიის უკვე ყოფილი წევრი ოჯახურ პირობებს ასახელებს და აცხადებს, რომ სხვა პარტიას არ უერთდება. იგი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს.

განმარტებები არ გაკეთებულა არც პარტიის ადგილობრივ ოფისში.