პარტიული სიები ბათუმში ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების გარეშე

405

ბათუმში მცხოვრები მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, 152 ათას  839 ადამიანიდან,  3 პროცენტი სომეხი  ეროვნების ადამიანია. ეროვნებით რუსი 1.9 პროცენტი ცხოვრობს, ხოლო 1.7 – სხვა დანარჩენი. მიუხედავად ამისა, თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ადგილი,  გამსვლელ სიებში  თითქმის არცერთ პოლიტიკურ პარტიაში მოიძებნა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. 

ეთნიკურ ჯგუფებს,  სიის შედგენისას გვერდი, პარტია „ლელომაც“ აუარა. აქ ამბობენ, რომ მათ განსხვავებული საჭიროებები არ აქვთ და ამასთან, არც პოლიტიკურად არიან აქტიურები.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე დებიუტანტ  პარტიაში –  „საქართველოსთვის“ ამბობენ, რომ ეთნიკური ჯგუფები არ გამოუტოვებიათ. ამბობენ, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენლები სიაში ყავთ, თუმცა ვინაობებს ვერ გვისახელებენ. ამ დროისთვის აპრტიას საჯაროდ პირველი ათეული ყავს დასახელებული დფა მათ რიგებში ეთნიკური უმცირესობები არ ჩანან.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, ადგილები პარტიულ სიაში „ქართულმა ოცნებამ“ დაუთმო, თუმცა ისინი რიგებს ძირითადად სიის ბოლოსკენ იკავებენ. მაგალითად, ალექსანდრე პეტროსიანი, მმართველი გუნდის პარტიულ სიაში მე-17-ეა, კამურ კამაევი კი მე-19-ე.

მიუხედავაად იმისა, რომ ბათუმი მულტინაციონალური ქალაქია, ფაქტია, რომ ეთნიკური უმიცრესობების წარმომადგენლები, პოლიტიურ ასპარეზზე ფაქტობრივად არ ჩანან.

ისინი ვერ მოხვდნენ ბათუმისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიმღებგების სიაში.