ცესკომ ახალციხეში „საქართველოს პატრიოტთა ალიანის“ კანდიდატს დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, მიზეზი ასაკია. საარჩევნო კანონმდებლობით, კანდიდატი 25 წელს ზემოთ უნდა იყოს, ნათია გულიაშვილი კი ჯერ 24 წლისაა.
„ასაკის გამო ვერ დავრეგისტრირდით“, –გვითხრეს პატრიოტთა ალიანსში.
დღევანდელი მონაცემებით, ახალციხეში მერობის კანდიდატი ექვს პარტიას ჰყავს დასახელებული. მათ შორის არის:
“ქართული ოცნება” – ირაკლი ლაზარაშვილი;
ენმ – დავით ბალიაშვილი;
“ევროპული საქართველო”– ზურა სადათიერაშვილი;
“ლელო” – მანუჩარ ჩაჩანიძე;
“თავისუფალი საქართველო” – მიხეილ კეთილაძე;
“საქართველოსთვის” – გიორგი არველაძე;