ქედის მერობის კანდიდატის გაზრდილი მივლინება არჩევნებს ფონზე

425

ქედის მერის მოადგილის მივლინებების რიცხვმა მას შემდეგ იმატა, რაც მმართველმა პარტიამ მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დაასახელა. ვიზიტებთან ერთად, ხშირ შემთხვევაში როლანდ ბერიძე სამსახურში არ იმყოფება. არგუმენტად სამუშაო შეხვედრებს ასახელებს. რა მიზეზითა და მოტივით დადის დედაქალაქში? კითხვებზე როლანდ ბერიძის ჩაწერა არაერთხელ ვცადეთ, თუმცა სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატი ჩვენს კითხვებს გაექცა. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ის, რომ ბერიძის მივლინება გაზრდილია, ამას კერ კიდევ მოქმედი მერიც ადასტურებს, მოტივს კი ასე ხსნის:

არის თუ არა პრივილეგირებული სახელისუფლებო კანდიდატი ისევ ხელისუფლების მხრიდან და ვინ გახდება ქედის მერი, ეს ხომ არჩევნებზეა დამოკიდებული – ლევან გორგილაძე გვპასუხობს:

მმართველი გუნდის ოპონენტები არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობენ. ნაციონალური მოძრაობის ქედის ოფისში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება კენჭისყრის გასაყალბებლად უკვე ემზადება, მთავარ ბერკეტად კი საუბნო სარჩევნო კომისიებს იყენებს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მხრიდან, სახელისუფლებო რესურსის გამოყენებას, ვაჯა ბოლქვაძის თქმთ, მონიტორინგს, კანდიდატების ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ დაიწყებენ.

ქედის მე-80 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის შენიშვნას უსაფუძვლოს უწოდებს. ალი ნაკაშიძის განმარტებით, უბნები პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა.

მივლინებების საჩვენებლად, საჯარო ინფორმაცია მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ერთი თვის ვადით, აჭარის მთის სამივე მუნიციპალიტეტიდან გამოვითხოვეთ. ამ პერიოდში, ვიზიტებზე დედაქალაქში არც ხულოს მერი და არც მოადგილე ყოფილან. რაც შეეხება შუახევს, აქ, მერის მოვალეობის შემსრულებელ, ომარ ტაკიძეს მხოლოდ ერთხელ უსარგებლია მივლინებით, უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქში.