თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. ყველა პოლიტიკური სუბიექტი თუ, დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართული. ისინი მოქალაქეებთან, დაპირებების გრძელი სიით მიდიან და ამა თუ, იმ პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან. ვინ, როგორ აპირებს ბათუმელების პრობლებემების გადაჭრას? თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
კომფორტული ბათუმი – ეს გზავნილი, დამოუკიდებელ მერობის კანდიდატს, გია ხალვაშს ეკუთვნის. დაპირებების გრძელი სია აქვს. თუ მერი გახდება, ბათუმელებს ბინების ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობას პირდება. დაპირების ნაწილი პარკირების პრობლემის გადაჭრაც. ფიქრობს სოციალური პროგრამების გაუმჯობესებასაც. დაპირება აქვს კონკურენტებისთვისაც.
ძლიერი ქალაქი, ძლიერი სოფელი – ეს, პარტია „სახე პლიუსის“ ბათუმის მერობის კანდიდატის, ედნას ბაგრატიონის სლოგანია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კანდიდატი წინასაარჩევნო პროგრამას არ ამხელს. მხოლოდ დებს პირობას, რომ მოქალაქეები შედეგებს მისი არჩევის შემთხვევაში დაინახავენ.
მიუხედავად იმისა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება, შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველი კანდიდატთა პროგრამას სრულად არ იცნობს, არა და მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღება, ათობით პოლიტიკურ სუბიექტსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის უწევთ.