გურჯაანის მუნიციპალიტეტში მერობისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოლებს

609

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს. რეგისტრაციის ვადა საოლქო-საარჩევნო კომისიაში უკვე ამოიწურა. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

“ქართულმა ოცნებამ” ზურაბ უტიაშვილი წარადგინა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კი – სერგი კაკალაშვილი.

პარტიული და მაჟორიტარული სიები კი გურჯაანის საარჩევნო კომისიაში 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს.