გონიოში მოსახლეობის ნაწილმა მიწის დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილების განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა მიწები კვლავ გაუფორმებელია. “გასულ კვირაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უნდა შევხვედროდით, რომელსაც ჩვენი საკითხი საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა, თუმცა სამინისტროში მისულებს საერთოდ არავინ შეგვხვდა. ვითხოვთ საკარმიდამო ნაკვეთის დარეგისტრირებას, საჭიროა მხოლოდ ის, რომ სამინისტრომ გააუქმოს მიწებზე ზედდება და დოკუმენტაცია გადაიგზავნოს...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოსა და ქიწნისში  ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნები მოეწყობა. მერიამ შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. სათემოში მოედნის მოწყობისთვის უწყებამ 109 500 ლარი გაითვალისწინა, ამავე ოდენობის თანხაა გათვალისწინებული ქიწნისისთვისაც. ტენდერებზე წინადადებების მიღება 20 სექტემბერს სრულდება. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 60 კალენდარული დღე ექნება. გარდა ამისა, მერიამ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის პირობების თანახმად, ტინისხიდში სკვერი და ტრენაჟორები მოეწყობა. ამისთვის მერია დაახლოებით 30 370 ლარს დახარჯავს.
მოხდა უპრეცედენტო რამ - „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ მოხსნას არჩევნებიდან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ძალოვანი უწყებების ჩართულობით, მათ კანდიდატებს, რომლებიც არიან საარჩევნო სიის ნაწილი, ძალით დაატოვებინა საარჩევნო სია. „ხელისუფლების მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ორ რაიონში საერთოდ არ იყოს წარმოდგენილი პარტიულ სიაში ანუ, ჩვენი მხარდამჭერი რომც...
ცესკო-მ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მემორანდუმი შეიმუშავეს და დღეს ხელი მოაწერეს. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი მემორანდუმია. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად, რომელშიც ასევე ჩართულია უწყებათაშორისი კომისია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, „აიფესის“ პლატფორმის ბაზაზე მომზადდა დოკუმენტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის წესთან მიმართებაში იმ ნორმების განმარტებებთან დაკავშირებით, რომელიც რიგ შემთხვევაში იძლევა ორმაგი გაგების...
დევნილთა სააგენტომ ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ქუთაისში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას 7 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ. იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე: ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106;...
შემდეგი სტატია ვანის მერიამ ხალხის ფულის დარიგება ოცნების კოორდინატორებზე დაიწყო. "ქართული ოცნების" ე.წ. კოორდინატორისა და შტაბის უფროსის კომპანიამ, არჩევნების წინ, ვანის ბიუჯეტიდან 155 000 ლარზე მეტი მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. "ფლანგვის დეტექტორის"  ინფორმაციით, ვანის ადგილობრივი მთავრობა კვლავაც კორუფციის მაღალი რისკის ქვეშ ახმარს მმართველ პარტიასთან დაახლოებულ კერძო პირებს საკუთარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ვანის მერიამ მას...
წინა სტატია კასპში, მცხოვრები ია ქვლივიძე ადასტურებს, რომ მოქმედი და ამჟამინდელი მერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მას ქალბატონები შეესწრნენ. ამის შესახებ განცხადება ია ქვლივიძემ დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, შემთხვევა მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. "დიახ, გალახეს! ვადასტურებ! ნამდვილად გალახეს! დღისით, მზისით, მე- 3 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათ ჩვენივე უბნის ქალბატონები აშველებდნენ.''...
რუსთავში, კოსტავას #4-ში, პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის” ოფისი გაიხსნა.პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის ვიცე-მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ვიცემერობის კანდიდატი ირაკლი კუკანია, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი #3 საარჩევნო ოლქში კი ნიკა გაბათაშვილი იქნება. "როგორც ყველა კვლევა ადასტურებს, რუსთავშიც ერთ-ერთი მოწინავე პრობლემაა სიღარიბე და უმუშევრობა. უმუშევრობის დასაძლევად ბევრი სხვადასხვა პრობლემაა აღმოსაფხვრელი, რაზეც სამუშაოა, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, მყისიერად რომ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა და...
გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანიას 1 173 000-ლარიან ხელშეკრულებას უფორმებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მაკრახიძის კომპანიამ “იბოლია” გორის მერიის ორ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია შინდისში ე.წ “ნახალოვკის უბნის” გზის რეაბილიტაციას 567 000 ლარად, ხოლო გორში რაზმაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 606 000 ლარად განახორციელებს. მიმდინარე წელს, მაკრახიძის კომპანიამ 2 552 000 ლარის ხელშეკრულებები უკვე გააფორმა გორის მერიასთან. სწორედ “იბოლია” ახორციელებს აღმაშენებლის...
„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდის პირველი მაჟორიტარულ ოლქში, ბათლომე შელია ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. შელიას განმარტებით, მის წინააღმდეგ გასული წლის აპრილში დაწყებული სისხლის სამართლის საქმე განაახლეს და სასამართლო მოსმენები დაინიშნა. ოპოზიციის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესები მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. შელია გასულ წელსაც, გამოძიების დაწყებიდან მალევე ირწმუნებოდა, რომ ეს საქმე მისთვის წინასაარჩევნოდ...
„ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის ოფისში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ ქოჩუამ 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებში საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოპოვებული ე.წ. სურათებიანი საარჩევნო სიები აქვთ და მათზე დაყრდნობით მუშაობენ. მისივე თქმით, ეს პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაა, რაც კანონით აკრძალულია. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. „მოვიძიეთ კონკრეტული ფაქტები. მოვიპოვეთ რამდენიმე საარჩევნო უბნის უკანონო დოკუმენტის ფოტომასალა. ეს არის...
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ პარტიაში მყოფ პირებზე ზეწოლა გრძელდება. ამჯერად გახარიას პარტია ახალციხეში ერთმა წევრმა დატოვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის, ლევან თათოშვილის განცხადებით, პარტიის დატოვების მიზეზი მოგზავნილი პირების მიერ მუქარის შემცველი მესიჯები იყო, რაც ოჯახის წევრების ან ახლობლების სამსახურებიდან დათხოვნას და ბიზნესების შევიწროვებას ეხებოდა. „ერთმა კანდიდატმა დატოვა ახალციხეში პარტია, მეექვსე ნომერმა. რეგიონის მასშტაბით...
ენმ–ს მერობის კანდიდატის, მელიქ რაისიანის განცხადებით, ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიას ტოვებენ და კანდიდატურებს იხსნიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მისი თქმით, მხარდამჭერებზე ზეწოლას ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, სამველ მანუკიანი და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ახორციელებენ. შედეგად პარტია დატოვა ვალოდია ზოპუნიანმა, ცისანა მიქელაძემ და ვალიკო ქოჩოიანმა. „ჩვენი პარტიის ყველა წევრებზე უშიშროების მხრიდან, ასევე ადმინისტრაციული ორგანოებიდან და „ქართული ოცნების“ შტაბიდან ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება....
ახალციხეში „ევროპული საქართველოს” პარტიული სია ერთმა კანდიდატმა დატოვა. ინფორმაცია მერობის კანდიდატმა, ზურა სადათიერაშვილმა დაგვიდასტურა. უარის მიზეზებზე პარტიაში ვერ საუბრობენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „ახალციხის საოლქოში დაუწერია განცხადება სიის დატოვებასთან დაკავშირებით. მითხრა, ოჯახში არ მინდა პრობლემები მქონდეს და მიზეზებზე ვერ ვისაუბრებო. მე ჯერ ვერაფერს ვუკავშირებ“, – ამბობს ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ზურა სადათიერაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ახალციხის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის შეფასება გამოაქვეყნა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წელს გაწეულ საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წელს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” შარშან ახალციხის საკრებულოს 2017-2019 წლების საქმიანობაც შეაფასა. ძირითადი მიგნებები ახალციხის საკრებულო...
გიორგი გახარიას პარტია ლაგოდეხის ადგილობრივი ორგანიზაციის სამმა წევრმა დატოვა. როგორც "რადიო ჰერეთს" ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სალომე ღონღაძემ განუმარტა, მეჰმან მამედოვი და კაკი ლობჟანიძე კრიმინალურმა ძალებმა აიძულეს კადიდატურა მოეხსნათ. პოლიტიკურ პარტიას ლაგოდეხში წინასაარჩევნო პერიოდში სულ 3 კანდიდატი გამოაკლდა. ია ნოზაძემ, რომელიც გიორგეთის სამაჟორიტარო ოლქში აპირებდა კენჭისყრას და სიის მეხუთე პოზიციაზეც იმყოფებოდა, საკუთარი ნებით გუშინ თავად მოიხსნა კანდიდატურა. რაც შეეხება კაბლის მაჟორიტარობის კანდიდატს, მეჰმან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ