ახალციხეში „ევროპული საქართველოს” პარტიული სია ერთმა კანდიდატმა დატოვა. ინფორმაცია მერობის კანდიდატმა, ზურა სადათიერაშვილმა დაგვიდასტურა. უარის მიზეზებზე პარტიაში ვერ საუბრობენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ახალციხის საოლქოში დაუწერია განცხადება სიის დატოვებასთან დაკავშირებით. მითხრა, ოჯახში არ მინდა პრობლემები მქონდეს და მიზეზებზე ვერ ვისაუბრებო. მე ჯერ ვერაფერს ვუკავშირებ“, – ამბობს ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ზურა სადათიერაშვილი.