როგორც “გურიის მოამბეს” სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აცანა-მამათი-აკეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ურუშაძემ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, კახა ურუშაძეზე რამდენიმე დღეა მმართელი პარტიის, “ქართული ოცნების” მხრიდან მიმდინარეობდა ზეწოლა.
კახა ურუშაძეს, მისი ძმის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის დაკავებით ემუქრებოდნენ.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ამის გამო, კახა ურუშაძე იძულებული გახდა, საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა “ქართული ოცნების“, ემზარ თევდორაძის სასარგებლოდ.
“გურიის მოამბე” დაუკავშირდა კახა ურუშაძეს, რომელმაც შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
“არავის სასარგებლოდ კანდიდატურა არ...
ნარკოტესტის ჩაბარება იყო ჩემი ინიციატივა, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ პასუხები, – განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.
ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს კახა კალაძეს ნარკოტესტებთან დაკავშირებით. „აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ კომპრომატი გიორგი გახარიაზე“, – ასეთი შეკითხვით მიმართეს კალაძეს ჟურნალისტებმა.
„უბრალოდ, ეს იყო ჩემი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ, ვაჩვენოთ ტესტების პასუხები. განცხადებები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ...
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 55 ოჯახს გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად სამგორის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს თბილისის მერია მომავალშიც დაეხმარება.
„ბინების დაკანონების პროგრამა 2017 წლიდან დავიწყეთ და წარმატებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ფართებით უკვე 2 000-ზე მეტი ოჯახია...
სენაკის 64-ე საოლქო საარჩევნო უბანთან ხმაურია. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
ადგილზე იმყოფებიან ენმ-ს საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები, მათი საარჩევნო შტაბის წევრები და სენაკის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. ისინი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ კი ამის საშუალებას არ აძლევენ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნებას" უბნები შეეშალა, საკრებულოს მაჟორიტარების სახელები და გვარები აერია, თუმცა სია მაინც დაამტკიცეს. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ ოპოზიციისთვის გახდა ცნობილი,...
ქუთაისის მერიასა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ მფლობელ კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ქარქაშაძემ და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ კანცლერმა ეკა არაზაშვილმა მოაწერეს.
უწყების ცნობით, საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონის გამარჯვებული და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“.
„გარიგების თანახმად, უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღო კლუბის ყველა...
მარნეულის მერობისთვის ახმედ იმამყულიევი მეოთხედ იბრძოლებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იმამყულიევი მერობის კანდიდატად პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა. მისი პოლიტიკური კარიერა 2014 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიწყო, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის კანდიდატი გახდა. 2017 წელს იმამკულიევი „ევროპული საქართველოს“ წევრია და დღემდე მარნეულის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
იმამყულიევი გამარჯვების შემთხვევაში მარნეულელებს კარგ მენეჯერობას, პრობლემების ძიებას და მათი გადაჭრის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37-ვე საბავშვო ბაგა- ბაღის ყველა აღსაზრდელი იძულებითი არდადეგების დროს სასურსათო კალათს მიიღებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის ლელა თევდორაშვილის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაგა- ბაღების მუშაობამ 4 ოქტომბრამდე გადაიწია. ამ პერიოდში, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით გადაწყდა, რომ იძულებითი არდადეგების პერიოდში ჩვენი აღსაზრდელებისთვის გაგვემზადებინა და გადაგვეცა ე.წ. სასურსათო კალათები....
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეაფასა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს (შემდეგში - ქუთაისის საკრებულო) 2020 წლის საქმიანობა.
ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წელს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ქუთაისის საკრებულოს საქმიანობა შარშანაც შეაფასა. შარშან საანგარიშო პერიოდი მოიცავდა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით დროის მონაკვეთს.
ძირითადი მიგნებები
ქუთაისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების შემოწმების მიზნით დამოუკიდებელი აუდიტი არ...
ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან, მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მერის მრჩეველმა სპორტისა და ტურიზმის საკითხებში ვარლამ თავზარაშვილმა საკუთარი გაცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ის ამ პოსტს 2021 წლის ინავრიდან იკავებდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ვარლამ თავზარაშვილი პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავე პარტიის მერობის კანდიდატია.
2020 წელს ის ხარაგაულის საკრებულოში შრომის უსაფრთხოების სპეციალიტად მუაობდა.
გაჭირვებული მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებას ადგილობრივი თვითმმართველობა ფულადი დახმარებებით ცდილობს. ამ შესახებ სტატიას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
თუმცა, ეს დახმარებები, უმეტესად, წლის განმავლობაში ერთჯერადადად გაიცემა და ოჯახების სოციალურ მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს.
რამდენად ეფექტურია მუნიციპალური სოციალური პროგრამები ზემო იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში – ხარაგაულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში, – ამის შესახებ ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.
ოთხივე მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამები თითქმის იდენტურია –...
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურა დაოიჯაშვილის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას ქუჩის ბიჭების ყოფილი წევრი და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"გილოცავ ჩემო ზურა და ყველას ვულოცავ ვისაც ჩვენი ზურა დოიჯაშვილი უყვარს! საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება ქუჩას სადაც ის დაიბადა და გაიზარდა". – წერს მომღერალი.
მომღერალი თავისუფლების მოედანთან ახლოს, შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე, 19 ნომერში ცხოვრობდა. ქუჩის ნაწილს, რომელიც დოიჯაშვილის სახლს მოიცავს,...
საკუთარი უკანონო ძალადობრივი მოქმედებების პროპაგანდა არის ის, რასაც ეყდნობა რეჟიმი დღეს - გაირკვა, რომ "ევროპული საქართველოს" კანდიდატს ზუგდიდში ბათუ შელიას, ერთი წლის წინანდელი შეთითხნილი საქმე გაუღვიძეს - "ევროპული საქართველოს" შემთხვევაში ეს ქმედებები არ გამოიწვევს შედეგს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მცდელობის მიუხედავად "ევროპულ საქართველოს" ვერსად ვერ დაუშალეს პროპორციული სია.
"ივანიშვილის რეჟიმს ძალის დემონსტრირება უკანონო მეთოდებით შეუძლია -...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უერთდება კახი კალაძის მოწოდებას, რომ ყველა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი და აღნიშნავს, რომ ეს უნდა გააკეთონ "დაუყოვნებლივ". რუსთავი 2-ზე გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრისას კობახიძემ ახსენა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და თქვა, რომ ტესტის დაყოვნება, აჩენს კითხვებს დადებითი პასუხისგან თავის არიდებაზე.
"აქ არის მარტივი რაღაც: მოწოდებაა კახი კალაძის, რომ მერობის ყველა კანდიდატმა ჩააბაროს ნარკოტესტი. არავითარი სამართლებრივი...
წინა სტატია
ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, "ქართული ოცნების" კოორდინატორისთვის ბიუჯეტიდან თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას არ უპასუხა და კაბინეტში ჩაიკეტა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
საქმე ეხება "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გოგორიშვილმა ვანის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში "ქართული ოცნების" შტაბის უფროსის, ბესიკ შუბლაძის კომპანიას ბიუჯეტიდან 155 000 ლარზე მეტი ჩაურიცხა.
ჟურნალისტები მერს ჰკითხეს - რატომ არ აცხადებს მერია ტენდერს და რატომ...
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაცია ოთხმა წევრმა დატოვა. მათ მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვეს საარჩევნო რეგისტრაციიდან მათი კანდიდატურის გაუქმება. ამის შესახებ იმედინიუსი წერს.
„ლელო საქართველოსთვის“ დატოვეს: გიორგი მაისურაძემ, გივი ივანიძემ, ზაურ მელიქიძემ და ხათუნა ნარიმანიშვილმა. ყველა მათგანი „ლელოს“ მხრიდან საკრებულოს პროპორციული სიის წევრი იყო.
თანხების ფლანგვა თბილისის მერიაში - 11-მილიონიანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, ახლა ნაგავსაყრელად არის ქცეული.
თბილისის მერმა სამშენებლო კომპანია "ალიანსს" კომპლექსის ასაშენებლად 5 მილიონი გადაუხადა, თუმცა სამუშაო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოსახლეობამ შეპირებული ობიექტი ვერ მიიღო.
"5 მილიონი ლარი უკვე გადახდილია მშენებლობაში, რომელიც 4 თვეზე მეტია, მიტოვებულია. კომპლექსის ნაცვლად, მხოლოდ ბეტონის კონსტრუქციები გვაქვს. 2 წლის განმავლობაში როგორ მოხდა, რომ ეს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































