ქუთაისის მერიასა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ მფლობელ კომპანიას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა

274

ქუთაისის მერიასა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ მფლობელ კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ქარქაშაძემ და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ კანცლერმა ეკა არაზაშვილმა მოაწერეს.

უწყების ცნობით, საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონის გამარჯვებული და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“.

„გარიგების თანახმად, უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღო კლუბის ყველა არსებული ვალდებულების დაფარვა. ამასთანავე, კომპანია უზრუნველყოფს უეფასა და ეროვნული ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად კლუბის განვითარებას. თავის მხრივ, ქუთაისის მერია განაგრძობს ,,ტორპედოს”მხარდაჭერას და მისი წვლილის შეტანას გუნდის შემდგომ განვითარებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.