პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაცია ოთხმა წევრმა დატოვა. მათ მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვეს საარჩევნო რეგისტრაციიდან მათი კანდიდატურის გაუქმება. ამის შესახებ იმედინიუსი წერს.
„ლელო საქართველოსთვის“ დატოვეს: გიორგი მაისურაძემ, გივი ივანიძემ, ზაურ მელიქიძემ და ხათუნა ნარიმანიშვილმა. ყველა მათგანი „ლელოს“ მხრიდან საკრებულოს პროპორციული სიის წევრი იყო.