მართლა გულდასაწყვეტია, რომ არცერთი პროექტი, არცერთი საღი და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გეგმა არ გააჩნიათ ოპოზიციურ პარტიებს, - ამის შესახებ ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა 2020 წლის საარჩევნო კამპანია გაიხსენა, როდესაც რუსთავის მაჟორიტარობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე იბრძოდა. ​ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ მისი კონკურენტი რუსთაველებს ავტოფარეხების დაკანონებას ჰპირდებოდა, თუმცა პარლამენტში შესვლის შემდეგ მათ პრობლემებზე არ უმუშავია. „არ მახსოვს არცერთი ინიციატივა, რუსთავთან დაკავშირებით...
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 აპრილის მდგომარეობით, 25 მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილი იყო 1930 წლამდე დაბადებული 1311 მოქალაქე. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. „ჩვენმა მკვლევრებმა გარდაცვლილი მოქალაქეების მონაცემები 2021 წლის 2 ოქტომბერს გასამართი თვითმმართველობის არჩევნების ამომრჩეველთა სიაში გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ სულ გადამოწმებულთა 17%, ანუ გარდაცვლილთა (1311) ნახევარზე მეტი – 52%, ჯამში 683 პირი – კვლავ ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული ჩვენ ინფორმაცია...
ასპინძის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად როსტომ მაგრაქველიძე  წარადგინა. მერობის კანდიდატისა და მოქმედი მერის, როსტომ მაგრაქველიძის თქმით, მისთვის საქმიანობის ყველაზე დიდი მოტივაცია მშობლიური მუნიციპალიტეტი და ხალხზე ზრუნვაა. ასევე, მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატი დაასახელა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც. ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ანივარდ მოსოიანი იქნება. რაც შეეხება ახალქალაქის მუნიციპალიტეტს, აქ "ოცნების" კანდიდატად მელქონ მაკარიანი დასახელდა. მაჟორიტარობის კანდიდატების სიები ასპინძის, ნინოწმინდისა და აქალქალაქის მუნიციპალიტეტებში კი ასე...
2021წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ბორჯომში მერობის კანდიდატი ორმა პარტიამ დაასახელა, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევნის გაკეთება 2 კანდიდატს შორის მოუწევს. ბორჯომის მერობის კანდიდატები: N5 - გივი ჯოლბორდი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ N41 - ოთარ არბოლიშვილი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ოთარ არბოლიშვილი მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარეა, იგი მას შემდეგ დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე, რაც ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. რაც შეეხება გივი ჯოლბორდს, მას პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება არ აქვს.
არსებული ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიას საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თხოვნით ამბროლაურის პროპორციული სიის მეშვიდე ნომერმა, ნიკოლოზ ჭოხონელიძემ მიმართა. მანვე მიიღო გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერის პარტიის დატოვების თაობაზე. ასევე,  „გახარია საქართველოსთვის“ ოზურგეთში პროპორციული სიის წევრმა, აგვან ლოკიანმაც დატოვა. ლოკიანმა საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება სიის დატოვების შესახებ უკვე დაწერა.
„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს საკლასო ოთახებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გასულ კვირას, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, სრულყოფილად შეისწავლეს აცრის მაჩვენებლები. „განსხვავებაა საჯარო და კერძო სკოლებს შორის. ორჯერადი აცრების თვალსაზრისით, ეს მაჩვენებელი...
"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ სტეფანწმინდაში მერობის კანდიდატად ვაჟა სეთურიძე წარადგინა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ეს არის არჩევნები, სადაც ქვეყანა სწორი განვითარების გზას უნდა დაადგეს. "ჩვენ გვჭირდება სერიოზული მობილიზება, ეს არის არჩევნები, სადაც ქვეყანა უნდა დაადგეს სწორი განვითარების გზას. ქვეყანამ უნდა მიიღოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები, რადგან შევძლოთ ევროპული მმართველობა, მმართველობა, რომელიც მოგვიტანს ქვეყნის ძალიან სწრაფი განვითარების შესაძლებლობას", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. ამასთან, მან...
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, რეაბილიტაცია წავკისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩას ჩაუტარდა. თბილისის მერიის ცნობით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 6 500 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდა. ქუჩაზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყო ბორდიური და სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, რომლის არარსებობაც, უხვი ნალექის დროს საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას აფერხებდა. საგზაო სამუშაოები...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვისთვისაა კორონავირუსის ტესტი უფასო და ვისთვის - ფასიანი. როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დღეში საშუალოდ 38-40 ათასი ტესტი კეთდება და აქედან ფასიანი მხოლოდ 3-5%-ია. მისი თქმით, ვისთვისაც ტესტირება უფასო იყო, კვლავ ასე რჩება და ამის შესახებ დადგენილების შეცვლა ჯერჯერობით არავის მოუნდომებია. „არაფერი შეცვლილა. მთავრობის 975-ე განკარგულებაა, რომელიც განსაზღვრავს, ვისთვისაა ტესტირება უფასო...
ბორჯომში მალე დასრულდება ისტორიული კავალერიის შენობა, რომელიც იქნება ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი ბორჯომელებისთვის, მისი სტუმრებისთვის და შეასრულებს კუკლტურული ცენტრისა და მუზეუმის ფუნქციას. ჩვენი თანმიმდევრულობა აქაც კარგად ჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, კოსტავას პარკის რეაბილიტაციაც თვითმმართველობისა და მოსახლეობის თხოვნით დავიწყეთ. შემდეგი სეზონისთვის ეს პარკი იქნება აბსოლუტურად განახლებული ძველი და ახალი, თანამედროვე სივრცეებით, საბავშვო და დასასვენებელი...
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ატარებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ლეკიანის დამშრობ მასივზე სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები დასრულდა. “სოფელ ნატანების მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები მოწესრიგდა, ჯამში 11 კილომეტრი. შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რამაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღადგინა. სადრენაჟე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები კომპანიამ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში წყალტუბოში სანატორიუმის შენობებს ხელისუფლება საპრივატიზებოდ გამოიტანს, სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებებით. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით ბიზნესის ინტერესი მაღალი იქნება. „2 წლის წინ დაანონსებული გეგმა, სწორედაც რომ აღსრულების ეტაპზეა. იცით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაუკვეთა და საკმაოდ საინტერესო გენერალური განვითარების გეგმა დაიდო, რომლის საჯარო განხილვებიც გაიმართა. პარალელურად, სახელმწიფო ამზადებს იქ არსებულ სახელმწიფო სანატორიუმებს და შენობებს საპრივატიზებოდ,...
მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერობის კანდიდატის თამარ კეკენაძის განცხადებით, თბილისი რეგიონის ცოდნისა და ტექნოლოგიების ცენტრი უნდა გახდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს, კანდიდატმა თბილისის განვითარების პროგრამის პრიორიტეტების ნაწილზე ისაუბრა. „2 ოქტომბრის არჩევნების მთავარი პოლიტიკური ამოცანაა დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება. თუმცა, ამ პროცესის პარალელურად, მესამე ძალის გუნდი, როგორც თბილისში, ასევე ყველა რაიონში, ჩვენს მოქალაქეებს სთავაზობს განვითარების კონკრეტულ გეგმებს. მე როგორც...
"ლელოს” მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და პარტიის დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიტო აბაშიძე დღეს ელიავას ბაზრობაზე მომუშავეებს შეხვდნენ. “ლელოს” მერობის კანდიდატის ანა ბიბილაშვილის თქმით, ელიავაზე მომუშავე 3000 მეტ ადამიანს აქვს უნდობლობა, რადგან ისინი თვლიან, რომ ბაზრობის რეკონსტრუქციის შემდეგ ისინი უშემოსავლოდ დარჩებიან. “რამდენიმე დღის წინ კალაძემ განაცხადა, რომ იწყებს ელიავას რეკონსტრუქციას და ყველა ადამიანს გავესაუბრებით, თუმცა ჩვენ ამ ტერიტორიაზე ვერ ვიპოვეთ ვერც...
ყოფილი პრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს რომ მისი გუნდის წევრებსა და აქტივისტებზე ყოველდღიურად "უპრეცენდენტო" ზეწოლაა. მისი თქმით, პარტიის წევრს უთხრეს, რომ მისი სიძე, შვილი და კიდე რამდენიმე ნათესავი დაკარგავდა სამსახურს. "პარტია "საქართველოსთვის" აქტივისტებზე და წევრებზე სისტემურად უპრეცედენტო ზეწოლა ხდება. ჩვენ ამ ადამიანებს მორალური არჩევნის წინაშე არ ვაყენებთ, მათ ემუქრებიან ჩადებით, ოჯახის წევრების სამსახურიდან გაგდებით, უამრავი რაღაცით. ამ უპრეცენტენტო ზეწოლის...
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მერობის, მაჟორიტარებისა და საკრებულოს დეპუტატობის შეთანხმებული კანდიდატები წარადგინა ქუთაისი - დავით გოგისვანიძე ქუთაისი და უქიმერიონი-გუმათის ოლქში შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატი - ამირან ძოწენიძე სამტრედია - ჟუკიანა ფოფხაძე - ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი საკრებულოს სიის ნომერი პირველი  - ავთანდილ სტურუა ხონის საერთო ოპოზიციური მერობის კანდიდატი - ზურაბ ჯიბუხაია ხონის სიის ნომერი პირველი - დავით ჭავჭანიძე ტყიბულში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ