ვინ არიან ბორჯომში მერობის კანდიდატები

437

2021წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ბორჯომში მერობის კანდიდატი ორმა პარტიამ დაასახელა, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევნის გაკეთება 2 კანდიდატს შორის მოუწევს.

ბორჯომის მერობის კანდიდატები:

N5 – გივი ჯოლბორდი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

N41 – ოთარ არბოლიშვილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

ოთარ არბოლიშვილი მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარეა, იგი მას შემდეგ დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე, რაც ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

რაც შეეხება გივი ჯოლბორდს, მას პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება არ აქვს.