სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 აპრილის მდგომარეობით, 25 მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილი იყო 1930 წლამდე დაბადებული 1311 მოქალაქე. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
„ჩვენმა მკვლევრებმა გარდაცვლილი მოქალაქეების მონაცემები 2021 წლის 2 ოქტომბერს გასამართი თვითმმართველობის არჩევნების ამომრჩეველთა სიაში გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ სულ გადამოწმებულთა 17%, ანუ გარდაცვლილთა (1311) ნახევარზე მეტი – 52%, ჯამში 683 პირი – კვლავ ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული
ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტისგან, 1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი პირების შესახებ. საქართველოში კი სულ 73 მუნიციპალიტეტია. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბს მიაღწევს გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა ამომრჩეველთა სიაში, თუ გადამოწმდება 73-ვე მუნიციპალიტეტში ინფორმაცია იმ გარდაცვლილი პირების შესახებ, რომლებიც 1930 წლის შემდეგ დაიბადნენ“.-აცხადებენ სამოქალაქო საარჩევნო კომისიაში.
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის წევრები მოუწოდებენ ცესკოს, დროულად იმოქმედოს საარჩევნო სიების შესასწორებლად.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებთ ცესკოს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.