ამბროლაურსა და ოზურგეთში გახარიას გუნდი დატოვეს

353

არსებული ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიას საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თხოვნით ამბროლაურის პროპორციული სიის მეშვიდე ნომერმა, ნიკოლოზ ჭოხონელიძემ მიმართა. მანვე მიიღო გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერის პარტიის დატოვების თაობაზე.

ასევე,  „გახარია საქართველოსთვის“ ოზურგეთში პროპორციული სიის წევრმა, აგვან ლოკიანმაც დატოვა. ლოკიანმა საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება სიის დატოვების შესახებ უკვე დაწერა.