ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა მოწესრიგდა

311

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ატარებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ლეკიანის დამშრობ მასივზე სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები დასრულდა.

“სოფელ ნატანების მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები მოწესრიგდა, ჯამში 11 კილომეტრი. შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რამაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღადგინა. სადრენაჟე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები კომპანიამ საკუთრი ძალებით განახორციელა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.