ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს რომ მისი გუნდის წევრებსა და აქტივისტებზე ყოველდღიურად “უპრეცენდენტო” ზეწოლაა. მისი თქმით, პარტიის წევრს უთხრეს, რომ მისი სიძე, შვილი და კიდე რამდენიმე ნათესავი დაკარგავდა სამსახურს.
“პარტია “საქართველოსთვის” აქტივისტებზე და წევრებზე სისტემურად უპრეცედენტო ზეწოლა ხდება.
ჩვენ ამ ადამიანებს მორალური არჩევნის წინაშე არ ვაყენებთ, მათ ემუქრებიან ჩადებით, ოჯახის წევრების სამსახურიდან გაგდებით, უამრავი რაღაცით. ამ უპრეცენტენტო ზეწოლის პირობებშიც პარტიას აქვს მზარდი რეიტინგი. პარტიის წევრს, ქალს, უთხრეს, რომ მისი სიძე, შვილი და კიდე რამდენიმე ნათესავი დაკარგავდა სამსახურს”, – აცხადებს ის.