გამყრელიძე: როდესაც ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ოჯახის წევრებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები

191

„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს საკლასო ოთახებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ კვირას, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, სრულყოფილად შეისწავლეს აცრის მაჩვენებლები.

„განსხვავებაა საჯარო და კერძო სკოლებს შორის. ორჯერადი აცრების თვალსაზრისით, ეს მაჩვენებელი ორივეგან 50%-ს დაბლაა. ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს.სასურველია, რომ სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% იყოს. ჩვენ ასევე ვითვლით, თუ რამდენ მასწავლებელს აქვს ვირუსი გადატანილი. მარტო მასწავლებლები არ არიან მნიშვნელოვნები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ბავშვის ოჯახის წევრებმა – მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.