„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ დაკავებულების მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.
ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ განცხადებას ავრცელებს.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქმეების განხილვისას ადვოკატებისა და მედიის მიერ დოკუმენტირებული მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები, მათ შორის: ადვოკატებისათვის მტკიცებულებების შესაგროვებლად, კითხვების დასასმელად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეუსაბამოდ...
ქალაქ ყვარელში N1 საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა, რომელიც 100 ბავშვზეა გათვლილი.
სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღში განთავსდა საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები. შენობა აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ავეჯით, მომავალში იგეგმება ეზოს კეთილმწოყობა.
"მუნიციპალიტეტების როლი ძალიან დიდია მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში, მათ სწორად უნდა მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება. მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 300 -მდე სააღმზრდელო დაწესებულება კეთილმოეწყო და კიდევ გრძელდება ბაღების რეაბილიტაცია "- განაცხადა რეგიონული განვითარებისა...
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან დამშრობი არხის 17 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოების შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, რაც 6900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას გააუმჯობესებს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 527 800 ლარია, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და მომავალი წლის...
წინა სტატია
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო.
"ისინი უნდა მიეჩვიონ, რომ ჩვეულებრივი დღის წესრიგით ვეღარ იმუშავებენ" - ამბობს ხაბეიშვილი.
მისი თქმით, საკრებულო მხოლოდ კალაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღმსრულებელი ორგანოა, თბილისის მერი კი "კომის ტბიდან დაგვცინის", შესაბამისად, სხდომათა დარბაზის კარებზე ბოქლომი იქნება მანამ, სანამ მის მოხსნას ძალისმიერი გზებით არ ეცდებიან.
"ქაჯეთის ციხეა. იმ კალაძისთვის ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც...
წინა სტატია
"ევროპული საქართველო" დღეს დილიდან რეგიონებში "მაჟორიტარული ოლქების დაბოქლომების" აქციას მართავს. ოპოზიციამ სიმბოლური "დაბოქლომების" აქცია სხვადასხვა ქალაქებში თითქმის ერთდროულად დაიწყო.
რეგიონებში მაჟორიტარების ბიუროებთან მობილიზებულია პოლიცია და "ქართული ოცნების" აქტივისტები და აქციის მონაწილეებისგან შენობებს იცავენ.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების თქმით, ეს არის სიმბოლური აქცია, რომლის მიზანიც არის იმის ჩვენება, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში ერთპიროვნულ მმართველობას, რაც პროპორციულ არჩევნებს უნდა დაესრულებინა.
როგორც პარტიის ოფიციალურ ფეისბუკვერდზეა...
ოზურგეთში „ევროპული საქართველოს" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს.
ადგილზე პოლიციის გარდა იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები. მედიის თანახმად ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. პოლიცია აქცის მონაწილეებს ბოქლომის დადებისა და სტიკერების გაკვრის საშუალებას არ აძლევდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "დაბოქლომება" გაგრძელდება და ყველა მაჟორიტარამდე მივლენ.
"ჩვენი მოთხოვნაა, მომავალი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, რაც იყო ბიძინა ივანიშვილის დაპირება",...
საჯარო რეესტრის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ბოხაშვილმა მიწის რეფორმის შედეგებსა და ახალ კანონპროექტზე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ ისაუბრა.
„მიწის რეფორმა ეს არის მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცესი,რომელიც ხელს უწყობს მიწის ნაკვეთის მარტივ და ხარისხიან რეგისტრაციას, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლებში. საქართველოში მიწის რეფორმა 90-იან წლებში განხორციელდა, სამოქალაქო ომის პერიოდში დოკუმენტები ხარვეზიანად გაიცა. საერთო მიწის ნაკვეთის...
ხმაურია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სადეპუტატო ბიუროსთან. იქ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სავარაუდოდ დეპუტატის მომხრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები დეპუტატის ბიუროს კარზე „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ანალოგიური აქციები დილიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მთავრობის...
ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა შენდება. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია აღნიშნავს, ეს რეგიონის მასშტაბით ყველაზე მსხვილი პროექტია, რომლის სამუშაოებიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
„პროექტი თითქმის დასრულებულია და უახლოეს დღეებში, პირველ 1 200 აბონენტს მიეწოდება წყალი, ასევე რეაბილიტაცია გულისხმობს კანალიზაციის მოწესრიგებასაც. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მასშტაბურ სამუშაოებს აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს და ქალაქის...
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილე საარჩევნო რეფორმას ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშნელოვნად მიიჩნევს.
ბროკ ბირმანმა Twitter-ზე დაწერა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.
https://twitter.com/BBiermanUSAID/status/1197512382911614976?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1197512382911614976&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fsaqartvelo%2F121910%2Fusaidis-tsarmomadgeneli-tbilisshi-vizitisas-parlamentis-khelmdzgvanelobam-damartsmuna-rom-saarchevno-reporma-gavidoda
„სექტემბერში თბილისში ვიზიტისას პარლამენტის ხელმძღვანელობამ დამარწმუნა, რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები გავიდოდა. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით საჯაროდ გაცხადებული ვალდებულება არ შეასრულა.
საარჩევნო რეფორმა, პოლიტიკური პლურალიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ახლოდან...
თელავის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც ქალაქის მერია და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაა განთავსებული, ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლელა მენთეშაშვილს მხარდამჭერებთან ერთად შენობაში შესვლა და მაჟორიტარი დეპუტატების სამუშაო ოთახზე ბოქლომის დადება სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
მენთეშაშვილის განცხადებით, ის იმდენი ხანი დარჩება ადგილზე, ვიდრე ბოქლომს არ დაადებს.
პოლიცია მედიის წარმომადგენლებს საჯარო დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ აძლევს. შენობაში...
წინა სტატია
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთოს ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ა.წ. 9 ნოემბერს საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებისა და ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ექიმის დაკავების თაობაზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა;...
თბილისის ახალი ზოოპარკის დიზაინზე ზოოპარკების ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი იმუშავებს. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ფლიტი თბილისს რამდენიმე დღის წინ ესტუმრა.
„რით იქნება ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული? ჩვენმა სტუმარმა საინტერესო პასუხი გაგვცა: ძველი ყაიდის ზოოპარკებში ხალხს ცხოველებისადმი ნაკლები პატივისცემა ჰქონდა. გახედავდნენ გისოსებში გამოკეტილ მაიმუნს და ერთმანეთს ეღლიცინებოდნენ, ნახე, შენი ნათესავიაო. ახალი კონცეფციის ზოოპარკებში, სადაც ცხოველებს აქვთ...
აქციის მონაწილეებმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადება ვერ მოახერხეს. მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს კარების დაბოქლომების საშუალება არ მისცეს. ამას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, კარებს სხვა დროს მშვიდ ვითარებაში დაადებენ ბოქლომს. ადგილზე იმყოფება თავად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე...
დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული, - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, თოვლის გამო მესტია-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში ახალი სკოლა აშენდება. ინფორმაცია მასწავლებლებს და მოსწავლეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ, წალენჯიხის მერთან ერთად გააცნო.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში ამბობენ, საბაზო სკოლის პროექტირება უკვე დასრულების ეტაპზეა, ახალი წლიდან კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაზო სკოლა 60 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































