ქალაქ ყვარელში N1 საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა, რომელიც 100 ბავშვზეა გათვლილი.
სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღში განთავსდა საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები. შენობა აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ავეჯით, მომავალში იგეგმება ეზოს კეთილმწოყობა.
“მუნიციპალიტეტების როლი ძალიან დიდია მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში, მათ სწორად უნდა მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება. მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 300 -მდე სააღმზრდელო დაწესებულება კეთილმოეწყო და კიდევ გრძელდება ბაღების რეაბილიტაცია “- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.
ქალაქ ყვარელაში N 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 420 000 ლარი შეადგინა.