„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება. როგორც დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური კრიზისი მთავრობის დაპირების არშესრულებამ შექმნა. „ქართული ოცნების“ განაცხადია ქართველ ხალხს ესაუბრობს პოლიციის, სპეცრაზმის და ყვითელი ავტობუსების ენაზე. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, პასუხს ვაგებთ, რომ ეს აქციები არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი. გამოსავალი ე.წ. გერმანული მოდელია. ესაა ის მოდელი, რომელიც...
პარლამენტის პლენარული სესია, რომელიც 12 საათზე იყო დაგეგმილი, ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა და კვორუმი, რომლისთვისაც 76 დეპუტატის დასწრებაა სავალდებულო, შედგა. ცნობილია, რომ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები. სხდომას არ ესწრებიან ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც. სხდომათა დარბაზში იმყოფებიან დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი, მათ შორის ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ლევან კობერიძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციის...
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტში არსებობს ფორმატები და მზადყოფნა, აზრის დასაფიქსირებლად. „მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენო ფორმატებს, ის რაც აქვთ სათქმელი, არუგმენტები, თქვან ნებისმიერი პოლიტიკური ფორმატით, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა და ამისთვისაა პარლამენტი და კიდევ ერთხელ მინდა...
აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის ევროპული ინვესტიცია ხორციელდება. აჭარის ა/რ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. განაშენიანების გეგმის თანახმად კომპლექისის ტერიტორიის 70%-ს რეკრეაციული ზონა დაიკავებს. „კომპანია "გრინ რეზორტი“ პირველი ვილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. აღნიშნული ვილა შოურუმისა და კომპანიის ადგილობრივი ოფისის ფუნქციებს შეასრულებს. წელსვე იგეგმება კომპლექსის შიდა გზის და კომუნიკაციების სამუშაოების დაწყებაც. აჭარის...
წინა სტატია პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დაშლისას ერთ-ერთ მონაწილეს, ზაზა ლიპარტიას თვალი დაუზიანდა. მოქალაქემ თვალის არეში დაზიანებები წყლის ჭავლის შედეგად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. "როდესაც ჭავლის მეშვეობით დაიწყეს დაშლა მას სახის არეში მოხვდა ჭავლი, მარცენა თვალი დაუზიანდა. იქვე თვალი გადმოვარდა, ფაქტობრივად, თავისი ხელით ჩაისვა. სახის კანი აქვს დაზიანებული მთლიანად მარცხენა მხარეს", - ამბობს თვითმხილველი მთავარი არხის ეთერში. დაზარალებული „ნიუ ჰოსპიტალსშო"...
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი გზავნილით საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისათვის ღვინის დარიგება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსული ტურისტები საჩუქრად საფერავის ღვინოს მიიღებენ. "გამარჯობა ძვირფასო სტუმარო, ეს-ეს არის რაც ღვინის სამშობლოში ჩამოხვედი და უკვე იცი, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „გამარჯობაა.“ საქართველო კულინარიის სამოთხეა. აქ თქვენ გიმასპინძლებენ გულღია და დადებითი ემოციებით სავსე...
აქციის მონაწილეებმა დეპუტატ თემურ ჭკუასელს პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს. მან პარლამენტის გვერდითა შესასვლელი პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა. დეპუტატი ავტომობილით ცდილობდა, რომ პარლამენტის გვერდითა შესასვლელიდან ავტოსადგომზე შესულიყო. „სირცხვილი, სირცხვილი“,-სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები და დეპუტატს პარლამენტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. როგორც ჟურნალისტებს ჭკუასელმა განუცხადა, ის ძალადობას არ ემხრობა. „ეს კარგია, მე რამე დავაშავე? მე იმას ვაპროტესტებ რაც ახლა ხდება, ძალადობა არ მომწონს არსად. ესეც ძალადობაა, აბა...
ნაძალადევის რაიონში 24 კორპუსის ამორტიზებული სახურავი ახლით შეიცვალა. გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ სამ მისამართზე შესრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათივე ცნობით, ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის (თემქა) X კვ. N36ა კორპუსში განხორციელდა, სადაც 1 320 კვ.მ ფართობზე შეიცვალა სახურავი და ასევე, ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. "ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამხანაგობების აქტიურობით და გამგეობის დაფინანსებით, ასეთი ტიპის ბევრი პროექტი განხორციელდა, რის...
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია და ხელისუფლება ამ დანაშაულის ჩადენის საშუალებას არავის აძლევს. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს დღეს, 26 ნოემბერს, გამთენიისას აქციის დაშლის კომენტირებისას განუცხადა. ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი კითხვა მასთან იყო, რატომ არ ატანინებდნენ გუშინ პოლიციელები დემონსტრანტებს პარლამენტის ტერიტორიაზე შეშას, რაზეც პასუხად მამუკა მდინარაძემ წინა აქციის მაგალითი მოიყვანა. "ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევაში სხვადასხვა...
სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის მიმდებრედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდგარ ყვითელ ავტობუსზე სტიკერები გააკრეს. სწორედ აღნიშნული ავტობუსითა და სამართალდამცავების მეშვეობით არის როგორც ჭიჭინაძის, ასევე ჩიტაძის ქუჩა გადაკეტილი. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველა პერიმეტრზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის. მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18...
წინა სტატია ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს კომპანია "აი გრუპი“ აშენებს და მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. "ქარხანაში თავდაპირველად, დაახლოებითმ 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1 000-მდე გაზარდოს. საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5 000 ელექტრომობილი დამზადდება. ამასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე გავა",- აცხადებენ სამხარეო...
პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი. ინფორმაციას და ფოტოებს ონ.გე ავრცელებს. შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ თანამშრომლებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს უშვებენ. 12 საათზე ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად პირველი ვიცე-სპიკერი და რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში უკვე მივიდა. დღეს, 26 ნოემბერს, გამთენიის 5:00 საათზე პარლამენტთან...
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 ნოემბერს აქციის დაშლისას 28 ადამიანი დააკავეს, სამმა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეცრაზმის გამოყენება იმის გამო მოხდა, რომ „აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს...
სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ კიდევ ერთხელ დაშალეს პარლამენტთან მიმდებარე აქცია და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებიუ გაათავისუფლეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც. რუსთაველის გამზირზე მეეზოვეებმა გზა დაასუფთავეს. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს კიდევ გააგრძლეებენ მიუხედავად სპეცრაზმის წინააღმდეგობისა. მათთან ერთად არიან ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმია მობილიზებული. აქციის მონაწილეების...
პლენარული სხდომა, რა თქმა უნდა, ჩატარდება. თუ პარლამენტის ფუნქციონირებას რაიმე სახით ხელი შეეშალა, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან და პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი, თუმცა, კანონის ფარგლებში. „პლენარული სხდომა, რა თქმა უნდა, ჩატარდება ისე, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს. მე არ ვიცი ოპოზიცია რას გეგმავს,...
ქუთაისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა.  ელექტრონული ტენდერი, რომელიც  საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს 22 ნოემბერს გამოცხადდა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ტენდერის თანახმად, გამარჯვებულმა 37 ათასი ლარის სანაცვლოდ ნაძვის ხის ანთების ცერემონიისთვის და სახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების მოწყობის სამუშაოების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს. სატენდერო მოთხოვნების თანახმად, ცნობილი ხდება, თუ რა ღონისძიებები ჩატარდება 31 დეკემბერს. საბავშვო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში 13:00-დან 17:00 სთ-მდე, კოსტუმირებული მსვლელობა და საბავშვო წარმოდგენა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ