სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის მიმდებრედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდგარ ყვითელ ავტობუსზე სტიკერები გააკრეს.
სწორედ აღნიშნული ავტობუსითა და სამართალდამცავების მეშვეობით არის როგორც ჭიჭინაძის, ასევე ჩიტაძის ქუჩა გადაკეტილი.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველა პერიმეტრზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.
მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. მათ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებზე ბოქლომები დაადეს.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.