ნაძალადევის რაიონში 24 კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

1092

ნაძალადევის რაიონში 24 კორპუსის ამორტიზებული სახურავი ახლით შეიცვალა.

გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ სამ მისამართზე შესრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის (თემქა) X კვ. N36ა კორპუსში განხორციელდა, სადაც 1 320 კვ.მ ფართობზე შეიცვალა სახურავი და ასევე, ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა.

“ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამხანაგობების აქტიურობით და გამგეობის დაფინანსებით, ასეთი ტიპის ბევრი პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო ბევრად გაუმჯობესდა“, – აღნიშნა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 38 773 ლარი დახარჯა.