სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში დასრულებულ პროექტებს გაეცნო.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლაჩთა-შეუბნის გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა, რომლის ღირებულება 790 009 ლარია. შემსრულებელი კომპანია არის შ.პ.ს "რაჭა 2005." ხოლო, დაფინანსების წყარო მთის ფონდია.
ასევე, დასრულდა ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების სამუშაოები. პროექტის...
მთავრობის დადგენილებით განხორციელდა მნიშვნელოვანი დაზუსტება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე ჩვენი მეწარმე სუბიექტებისათვის, რომლებიც საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.
ცვლილების შედეგად, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება ექნება, მის მიერ მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე წარმოებული/გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს არა მხოლოდ მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე, არამედ ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ასევე გაიტანოს ექსპორტზე და ეს არ გამოიწვევს მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტას, ხოლო სტატუსის მინიჭებაზე დაინტერესებული...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თურმანიძე დააკავა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ორ ნაწილად 2 000 ლარი აიღო.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თ-მ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სატრენინგო მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საჯარო მოხელეების მენეჯერული უნარების განვითარებისთვის გორის მერიამ 16 800 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სატრენინგო მომსახურებაში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ტრენინგის საგანი: სტრატეგიული მართვა - დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა, სამოქმედო გეგმების შემუშავება); მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა. გადაწყვეტილების მიღება,...
ენერგოაუდიტორი სპეციალური ხელსაწყოს ტესტოს გამოყენებით, გაარკვევს რამდენად ენერგოეფექტურია შენობა, ან პირიქით, რამდენ ენერგიას კარგავს. ინფორმაციას სამხრთის კარიბჭე ავრცელებს.
პროექტს „ენერგოაუდიტორები–ენერგოეფექტურობის მონიტორინგისათვის“, საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის დირექტორი, ნუგზარ თათეშვილი განახორციელებს.
„პროექტი მოიცავს საჯარო შენობის ენერგოაუდიტს, სპეციალური ხელსაწყოს ტესტოს გამოყენებით, სადაც ინფრაწითელი სხივებით მიღებული სურათი გვიჩვენებს, თუ რამდენად ენერგოეფექტურია ან რამდენ ენერგიას ვკარგავთ ამა თუ იმ შენობაში“, – ამბობს საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაბა ბაკურიანში, წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია და ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.
"კომპანიის ტექნიკურ ჯგუფს სამუშაოების ჩატარება რთულ მეტეოროლოგიურ და რელიეფურ პირობებში რამდენიმე კვირის განმავლობაში გვიწევდა. სამუშაოების შედეგად შემცირდა წყლის დანაკარგი და გაიზარდა დებიტი. ზამთრის სეზონზე ადგილობრივები და ბაკურიანში ჩასული დამსვენებლები სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებენ“, – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.
სამუშაოები წყლის სათავე ნაგებობებისა და ორ კილომეტრამდე მონაკვეთზე დაზიანებული ქსელის ახალი...
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 15–მდე ოჯახის ძველი საკანალიზაციო სისტემის შეცვლას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამორტიზებული საკანალიზაციო ქსელის გამო, მათი ეზო ფეკალური მასებით იტბორება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მოსახლეობის განმარტებით, ეზოში, სადაც ფეკალური მასები ამოდის, ბავშვები თამაშობენ, ამიტომ ხშირია მოწამვლის ფაქტებიც.
"ოთხი შვილიშვილი მყავს ოთხივე მოიწამლა და საავადმყოფოში ვუმკურნალეთ. არ მახსოვს უკვე რამდენი წელია, რაც ასე ვწვალობთ. ახალციხის მერიასაც მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს...
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი გაამწვანა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შუა გამყოფი ზოლი, რომლის სიგრძეც 1000 მეტრია, ხოლო ფართობი 5500 კვ. მეტრი, 350-მდე, სხვადასხვა სახეობის სამ მეტრზე მაღალი ხე დაირგო. გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა სარწყავი სისტემის დამონტაჟების სამუშაოები. ასევე, ტერიტორიაზე დაგეგმილია მიწის შეტანა და ბალახის დათესვა.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის...
მთავრობა ბახმაროში 12 588 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს სასტუმროს მოსაწყობად 2 538 000 ლარად ყიდის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.
საპრივატიზებო პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 35 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა აამოქმედოს....
სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა ნიკა ფარულავამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა მოთხოვნით, „პოლიცია ქვეყნის სამსახურში იყოს“.
მინისტრის სახელზე განცხადების ჩაბარების გარდა, მოძრაობის წევრმა შსს-ში „პოლიციის შესახებ“ კანონის ასლიც დატოვეს და იმედი გამოთქვეს, რომ კანონს ვახტანგ გომელაური წაიკითხავს.
„სიმბოლურად მოვიტანეთ 90-იანების პოლიციელების ე.წ გაიშნიკის ჯოხი და დავწერეთ განცხადება, მოვიტანეთ „პოლიციის შესახებ“ კანონი, რომელიც დავტოვეთ კანცელარიაში და იმედია, შინაგან საქმათა მინისტრი მას წაიკითხავს. განცხადებაში ვთხოვეთ...
ნაძალადევის რაიონში სოფო კილაძის სადეპუტატო ოფისთან მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
აქციის მოანაწილეები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ კილაძე, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა, კომენტარს არ აკეთებს იმ ფაქტებზე, რომლებიც ბოლო დღეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოხდა.
აქტივისტებმა ბიუროში სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა მიიტანეს. მათი თქმით, აქციებზე მათი უფლებები დაცული არ არის, მიუხედავად იმისა,...
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობები "სირცხვილია", "შეცვალე" და "გაბედე" საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით "მოძალადესთან ნუ ГАИგივდები", "ვაჟა გადმოდი მანქანიდან", "ვაჟა, კახა და ლევანი გაკვირდებით ყველანი".
აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელები აღარ იცავენ დემონსტრანტებს და გვერდზე გადგნენ. დემონსტრანტები პოლიციელებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბოლო დღეებში რეგიონებში გამართულ აქციებზე მომხდარ დაპირისპირებებთან დაკავშირებით, პოლიციას არავინ დაუკავებია. საუბარია კონტრაქციების მონაწილეებზე.
შსს-სთან აქცია კონტრაქციითაც გააპროტესტეს. მათი თქმით,...
ირაკლი შიოლაშვილის ოჯახმა 289 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად მუშაობისა და მაჟორიტარობის პერიოდში, - ინფორმაციას "ფეისბუქზე" ორგანიზაცია "ფლაგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი შიოლაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვიდანაა, რომლის პრემიერობის დროსაც იგი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა;
მანამდე ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროს გამგებელი იყო და ათობით თანამშრომელი გაათავისუფლა პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით, - ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
შიოლაშვილი ერთ-ერთია იმ...
ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში, (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა, პირველი დეკემბრიდან 15 მაისამდე, თვეში 700 მ3-ის ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს.
მოსახლეობას ასევე შესაძლებლობა აქვს, მიმდინარე თვეში გამოუყენებელი საშეღავათო ბუნებრივი აირი მომდევნო თვეში გამოიყენოს. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია, შეღავათით მოსარგებლე აბონენტების, სააღრიცხვო ბარათებზე, ყოველი თვის...
ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2020 წელს დედაქალაქს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რომლის საშუალებითაც, ქალაქის ყველა რაიონში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება.
„ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემაა, არსებობს სერიოზული გამოწვევები, თუმცა ჩვენ მათ არ ვუშინდებით. დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან („100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“) ექვსი უკვე გაიყიდა. საუბარია თბილისში, ბათუმსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებზე. ქონების რეალიზაციის შედეგად, სახელმწიფო 8 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.
ვასო გოძიაშვილის N 67-ში მდებარე 13761 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 3 085 000 ლარად გაიყიდა (საწყისი ფასი 3 080 000...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































