“გაბედეს“ წევრებმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს წასაკითხად “პოლიციის შესახებ“ კანონი მიუტანეს

746

სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა ნიკა ფარულავამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა მოთხოვნით, „პოლიცია ქვეყნის სამსახურში იყოს“.

მინისტრის სახელზე განცხადების ჩაბარების გარდა, მოძრაობის წევრმა შსს-ში „პოლიციის შესახებ“ კანონის ასლიც დატოვეს და იმედი გამოთქვეს, რომ კანონს ვახტანგ გომელაური წაიკითხავს.

„სიმბოლურად მოვიტანეთ 90-იანების პოლიციელების ე.წ გაიშნიკის ჯოხი და დავწერეთ განცხადება, მოვიტანეთ „პოლიციის შესახებ“ კანონი, რომელიც დავტოვეთ კანცელარიაში და იმედია, შინაგან საქმათა მინისტრი მას წაიკითხავს. განცხადებაში ვთხოვეთ მას, რომ ის იყოს ქვეყნის სამსახურში და შეცვალოს დღევანდელი რეალობა ჩვენთან ერთად და არ დაგვაბრუნოს იმ ეპოქაში, როდესაც ამ ჯოხებს იყენებდნენ პოლიციელები და როდესაც ისინი ღიად თანამშრომლობდნენ კრიმინალურ სამყაროსთან. განცხადება ჩაიბარეს. ჯოხზე მითხრეს, ვერ ჩავიბარებთო, მაგრამ კეთილი ნების საფუძველზე მაინც დაიტოვეს,“ – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა ნიკა ფარულავამ.