სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში დასრულებულ პროექტებს გაეცნო.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლაჩთა-შეუბნის გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა, რომლის ღირებულება 790 009 ლარია. შემსრულებელი კომპანია არის შ.პ.ს “რაჭა 2005.” ხოლო, დაფინანსების წყარო მთის ფონდია.
ასევე, დასრულდა ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 564 138,65 ლარია.
რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა სამუშაოების შესრულების ხარისხზე და აღნიშნა,რომ მუნიციპალიტეტებში, ყველა შემსრულებელმა ვადების დაცვით და მაღალი ხარისხით უნდა შეასრულოს სამუშაოები.